P2Y12 რეცეპტორების ანტაგონისტებით ბლოკადით გამოწვეული თრომბოციტალური დისფუნქციის კვლევა

- ულტრათანამედროვე, სიმენსის ფირმის ანალიზატორი ხელმისაწვდომია უკვე საქართველოში. 🩸კვლევა კი ტარდება ექსკლუზიურად კლინიკა ენმედიცში. - სისხლის შედედების პროცესი დამოკიდებულია მთელი რიგი პროცესების ერთობლიობაზე. ერთ-ერთი პირველი პროცესთაგანი უკავშირდება თრომბოციტების უნარს დაემაგრონ დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე (ადჰეზია) და თანდათანობით, კედელზე დამაგრებულ თრომბოციტებთან აკუმულირდეს დამატებითი თრომბოციტები (აგრეგაცია) თრომბოციტალური საცობის წარმოქმნის მიზნით.- განირჩევა დაავადებები, რომლებიც ხასიათდება თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციის ფუნქციის დარღვევით. რიგ შემთხვევებში, თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციის დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტოზური დეფექტითაც. - თრომბოციტების ადჰეზიისა და აგრეგაციის დარღვევა ითვალისწინებს თრომბოციტების დაზიანებულ სისხლძარღვის კედელზე დაგვიანებულ დამაგრებას და დამატებითი თრომბოციტების აკუმულაციის შეფერხებას. საბოლოო შედეგი კი არის თრომბოციტალური საცობის დაგვიანებული ფორმირება და გახანგრძლივებული სისხლდენა. - თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციის ფუნქციის შეფასებაა უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხით სიმენსის ფირმის PFA-200 კარტრიჯულ სისტემაზე. ამდენად, PFA-200 იძლევა საშუალებას გამოვლინდეს ამა თუ იმ დაავადებით, ან მედიკამენტით გამოწვეული ადჰეზია-აგრეგაციის დარღვევა. უფრო ზუსტად, PFA-200-ზე კვლევა მგრძნობიარეა, ისეთი მემკვიდრული დაავადებებით გამოწვეული თრომბოციტალური დისფუნქციის მიმართ, როგორიცაა ფონ-ვილებრანდის დაავადებით, გლანცმანის თრომბასთენიით გამოწვეული თრომბოციტების ადჰეზიისა და აგრეგაციის დარღვევა. გარდა აღნიშნულისა, კვლევა ფლობს პოტენციალს გამოავლინოს ასპირინით, ან აცეტილსალიცილის მჟავას პრეპარატებით გამოწვეული თრომბოციტალური დეფექტი. - ის აქტიურად გამოიყენება ასევე ოპერაციისწინ სისხლდენის რისკების შესაფასებლად. კვლევის კიდევ ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დესმოპრესინის თერაპიის ოპერაციისწინა მონიტორინგი.

სერიული ანალიზი: 215 ₾ | ექსპრეს ანალიზი: ₾
ლაბორანტის გამოძახება