კლინიკა ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში.
60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირებას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრა, რამდენიმე წელიწადში ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა.
დღეს ცენტრი წარმოადგენს, კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციების, მაღალი პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენების, კვლევის უახლესი მეთოდების, ულტრათანამედროვე აპარატურით, გამართული მენეჯმენტით - ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008; 2015 (No: CI/14534).
კლინიკა „ენმედიცი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკა „ენმედიცი“ დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათნ ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით. ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.
ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და ფილიალებს, ბათუმსა და თბილისში.
სერვისები
- ენდოკრინოლოგია
- ბავშვთა ენდოკრინოლოგია
- ოჯახის ექიმი
- თერაპია
- კარდიოლოგია
- გასტროენტეროლოგია
- ოფთალმოლოგია
- ოტო რინოლარინგოლოგია
- დერმატო-ვენეროლოგია
- ნევროლოგია
- ნეფროლოგია
- გინეკოლოგია
- რეპროდუქტოლოგია
- რევმატოლოგია
- მამოლოგია
- ანგიოლოგია
- ქირურგია
- რეანიმატოლოგია
- ანესთეზიოლოგია
- მორფოლოგია
- ციტოლოგია
- რადიოლოგია
- ფსიქიატრია
- უროლოგია
- სექსოლოგია
- პედიატრია
- ეპიდემიოლოგია
- ფსიქოლოგია
- ანგიოქირურგია
- ჰემატოლოგია
- ესტეთიკა