UR.7 შარდის სრული საერთო ანალიზი Urin Test Full

შარდის საერთო ანალიზი არის ყოვლისმომცველი კვლევა, რომლის დროსაც დგინდება შარდის ზოგადი თვისებები, მისი ფიზიკოქიმიური მახასიათებლები და ტარდება ნალექის მიკროსკოპია.

ანალიზისას მოწმდება შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, მჟავიანობის ინდექსი (pH), აგრეთვე ცილის, ნაღვლის პიგმენტების, გლუკოზის, კეტონური სხეულებისა და ჰემოგლობინის არსებობა. გარდა ამისა, ტარდება შარდის ნალექის მიკროსკოპია – არაორგანული ნივთიერებებისა და სისხლის უჯრედების – ერითროციტების, ლეიკოციტების და საშარდე გზების ამომფენი უჯრედების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.

შარდი არის ბიოლოგიური სითხე, თირკმლების საბოლოო პროდუქტი და ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ასახავს თირკმლების და სხეულის სხვა ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობას. შარდი 96% წყალია, 4% არის მეტაბოლური პროდუქტები, ელექტროლიტები, მიკროელემენტები, ჰორმონები, მილაკების და საშარდე გზების ლორწოვანი გარსის დესქვამირებული უჯრედები, ლეიკოციტები, მარილები და ლორწო.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

 

  • სხვადასხვა პროფილის პაციენტების მდგომარეობის ყოვლისმომცველი გამოკვლევა და მონიტორინგი;
  • პრევენციული გამოკვლევა;
  • ოპერაციისთვის მომზადება;
  • შარდსასქესო სისტემის დაავადებების სიმპტომები (შარდის შეფერილობა და სუნი, ხშირი ან იშვიათი შარდვა, შარდის ყოველდღიური მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი წელის არეში, ცხელება, შეშუპება);
  • თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგიის მკურნალობის მონიტორინგი (მკურნალობის დროს და მის შემდეგ);
  • ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღება.

სერიული ანალიზი: 20 ₾ | ექსპრეს ანალიზი: ₾
ლაბორანტის გამოძახება