კატეგორიები
- ნუტრიციოლოგია
- კოაგულოგრამა
- კარდიორევმატოიდული პანელი
- ფარისებრი ჯირკვალი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბიოქიმია
- ოსტეოპოროზიის პანელი
- ჰიპოფიზი
- სასქესო ჰორმონები
- თირკმელზედა ჯირკვალი
- იმუნოლოგია
- სეროლოგია
- უროგენიტალური ინფექციები
- ალერგოლოგია
- აუტოიმუნური დაავადებები
- ონკომარკერები
- მორფოლოგია / ჰისტოლოგია
- სპეციფიური შეღებვები
- ციტოლოგია
- ბაქტერიოლოგია
- გენეტიკური კვლევები
- კლინიკური ლაბორატორია
სისხლის ჯგუფი – AB0 სისტემა, ასახავს ანტიგენების არსებობას ან არარსებობას სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და ანტისხეულებს სისხლის პლაზმაში.
ადამიანის სისხლი, რომელშიც სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე წარმოდგენილია A ანტიგენი მიეკუთვნება მეორე ჯგუფს – A (II); სისხლი, რომელშიც წარმოდგენილია B ანტიგენი, მიეკუთვნება მესამე ჯგუფს – B (III). თუ სისხლის წითელ უჯრედებზე წარმოდგენილია ორივე, A და B ანტიგენი, იგი მიეკუთვნება მეოთხე ჯგუფს – AB (IV). თუ სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არ არის გამოვლენილი ასეთი ანტიგენები, სისხლი მიეკუთვნება პირველ ჯგუფს – 0 (I).
რეზუს (Rh) ფაქტორი არის ცილა, რომელიც ზოგიერთი ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე გვხვდება. იმ ადამიანის სისხლს, რომელშიც ეს ცილა გვხვდება, ეწოდება Rh+ (რეზუს დადებითი) სისხლი, ხოლო სისხლს, რომელშიც ეს ანტიგენი არ გვხვდება – Rh- (რეზუს უარყოფითი) სისხლი. ამ ცილის არსებობა ან არარსებობა ინდივიდუალური თვისებაა და არა პათოლოგია.
სისხლის ჯგუფის განსაზღვრისთვის ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:
სისხლის გადასხმამდე – მათ შემთხვევაში, ვისაც სჭირდება სისხლის გადასხმა და ასევე დონორების შემთხვევაშიც.
სისხლის და მისი კომპონენტების ტრანსფუზია ყველაზე ხშირად საჭიროა შემდეგ სიტუაციებში:
- მძიმე ანემია;
- სისხლდენა, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ;
- მძიმე დაზიანებები;
- ნებისმიერი წარმოშობის მასიური სისხლის დანაკარგი;
- ონკოლოგიური დაავადებები და ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები;
- კოაგულაციის დარღვევები, კერძოდ, ჰემოფილია;
- ინვაზიური ან ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე;
რეზუს ფაქტორს განსაზღვრავენ შემდეგ შემთხვევებში:
- დედისა და ბავშვის პრენატალური და მშობიარობის პერიოდის იმუნოლოგიური მონიტორინგი;
- ორგანოთა გადანერგვებში AB0 ჯგუფების თავსებადობისთვის;
- ორსულობის დროს დედისა და ბავშვის სისხლის თავსებადობის დასადგენად;
- ოპერაციამდე; ტრანსფუზიამდე, სისხლის ან მისი კომპონენტების მომზადებაში (დონორები, რეციპიენტი).