კატეგორიები
- ნუტრიციოლოგია
- კოაგულოგრამა
- კარდიორევმატოიდული პანელი
- ფარისებრი ჯირკვალი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბიოქიმია
- ოსტეოპოროზიის პანელი
- ჰიპოფიზი
- სასქესო ჰორმონები
- თირკმელზედა ჯირკვალი
- იმუნოლოგია
- სეროლოგია
- უროგენიტალური ინფექციები
- ალერგოლოგია
- აუტოიმუნური დაავადებები
- ონკომარკერები
- მორფოლოგია / ჰისტოლოგია
- სპეციფიური შეღებვები
- ციტოლოგია
- ბაქტერიოლოგია
- გენეტიკური კვლევები
- კლინიკური ლაბორატორია
სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ.
სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:
- სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
- სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
- ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
- ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
- თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში
სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება ნორმის ფარგლებს მიღმა, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების თანმხლებს ან მანიფესტაციას წარმოადგენდეს. აღნიშნული ცვლილებები საჭიროებს უფრო ღრმა კვლევებს.
რატომ კეთდება
სისხლის საერთო ანალიზი რუტინული კვლევაა, რომელიც რამდენიმე მიზეზის გამო კეთდება. ესენია:
- ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ექიმმა, შესაძლოა, დანიშნოს სხვა რუტინულ კვლევებთან ერთად ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით. ასევე, აღნიშნული კვლევის საშუალებით, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შეფასება და კონტროლი. მაგალითად, ანემია ან ლეიკემია.
- დაავადების დიაგნოსტირება. სისხლის საერთო ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას ექიმი მოგცემთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ სისუსტე, დაღლილობა, ანთებითი პროცესი, სისხლდენები, ცხელება და სხვა. აღნიშნული მდგომარეობების დროს, სისხლის საერატო ანალიზით შესაძლებელია გამომწვევისა და დაავადების სიმძიმის განსაზღვრა.
- დაავადების მონიტორინგი. სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით ხდება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სისხლის დაავადებების მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, იგი რუტინულად ინიშნება ექიმის მიერ.
- მკურნალობის მონიტორინგი. სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით, შესაძლებელია, სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე ჯანმრთელობის მდოგმარეობის ცვლილებების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.
სისხლის საერთო ანალიზი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. ნიმუშის აღებამდე, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ, მიიღოთ საკვები და წყალი. თუ სისხლის საერთო ანალიზთან ერთად, სისხლის ნიმუშის გამოყენება სხვა ანალიზებისთვისაც იგემება, შესაძლოა, საჭირო იყოს წინასწარი მომზადება, რაზეც ექიმი გასცემს ინსტრუქციებს.
სისხლის საერთო ანალიზისთვის სისხლის ნიმუშის აღება, შესაძლოა, მოხდეს როგორც სპეციალურ დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. აღნიშნული პროცედურისთვის გამოიყენება სტერილური მასალა. პროცედურას ატარებს სპეციალური მომზადბეის მქონე სამედიცინო წამრომადგენელი. სისხლის ნიმუშის აღება, როგორც წესი, ხდება პერიფერიული ვენიდან (წინამხარის ზედაპირული ვენები), აღებული ნიმუში თავსდება სპეციალურ კონტეინერში და იგზავნება ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. სისხლის საერთო ანალიზისთვის სისხლის ნიმუშის ჩაბარების შემდეგ, შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რითმს.