კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები, გულის რითმისა და გამტარებლბის დარღვევები. ზემოთ აღნშნული პათოლოგიების დიაგნოსტ...

C-რეაქტიული ცილა ეს არის მწვავე ფაზის ცილა, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში მწვავე ანთების ან ინფექციის დროს მაკროფაგების და T უჯრედების მიერ ინტერლეიკინ 6-ის სეკრეციის საპასუხოდ. მისი განსაზღვრა ინფორმატიულია ინფექციების და ანთებების მკურნალობის მონიტორინგისთვის.

ეს არის აუტოანტისხეულები, რომლებიც გამოიყოფა სისხლში რევმატოიდული ართრიტის ადრეულ სტადიაზე.

ტროპონინი T წარმოადგენს ცილას, რომელიც მონაწილეობს გულის კუნთის შეკუმშვის რეგულირების მექანიზმში და პროდუცირდება ექსკლუზიურად მიოკარდიუმში.

რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი ორგანიზმის საკუთარი G იმუნოგლობულინის მიმართ, რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც.