IM.8.3.1 რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში RF
რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი ორგანიზმის საკუთარი G იმუნოგლობულინის მიმართ, რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც.