ჰიპოფიზი

 

ჰიპოფიზი  არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში და გამოიმუშავებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ე.წ. ჰორმონებს, რომლებიც ცირკულაციაში გამოთავისუფლების შემდეგ აღწევენ სამიზნე ორგანოებს და ახორციელებენ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, უმეტესწილად, ასტიმულირებენ სამიზნე ორგანოების მიერ ჰორმონების გამოთავისუფლებას. ჰიპოფიზი შედგება წარმოშობითა და ფუნქციურად მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისაგან: 

  • წინა წილი, ადენოჰიპოფიზი
  • უკანა წილი, ნეიროჰიპოფიზირომელიც ანატომიურად დაკავშირებულია ჰიპოთალამუსთან.

ჰიპოფიზის წინა წილში წარმოიქმნება და გამოიყოფა შემდეგი ტროპული ჰორმონები:

  • ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) - ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებიდან კორტიზოლის გამომუშავებას. კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის, არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში. ის, აგრეთვე, წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო აგენტს და ეხმარება ორგანიზმს სტრესული სიტუაციების გამკლავებაში.  
  • თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH- ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს გამოიმუშაოს თირეოიდული ჰორმონები - ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4). აღნიშნული ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მრავალი ფუნქციის რეგულაციაში, მათ შორის გულის რითმის, ტემპერატურისა და მეტაბოლიზმის.
  • ზრდის ჰორმონი (GH- ბავშვებში ზრდის ჰორმონის ყველაზე ცნობილი ეფექტია სიმაღლეში გაზრდა. ზრდასრულებსა და ბავშვებში ხელს უწყობს ორგანიზმში კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის შენარჩუნებას. 
  • პროლაქტინი სხვა ჰორმონებთან ერთად, პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფას. მისი კონცენტრაცია ქალებში უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. მისი ფიზიოლოგიური როლი მამაკაცებში საბოლოოდ დადგენილი არ არის. 
  • გონადოტროპინები:
    • მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH- საკვერცხეებში განაპირობებს ოვულაციას - კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას გასანაყოფიერებლად. სათესლეებში უზრუნველყოფს ტესტოსტერონის გამომუშავებას.
    • ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH- საკვერცხეებში განაპირობებს კვერცხუჯრედის მომზადებას განაყოფიერებისთვის. აგრეთვე, იწვევს ჰორმონ ესტროგენის კონცენტრაციის მატებას. ხოლო სათესლე ჯირკვლებში ასტიმულირებს სპერმის წარმოქმნას.

ჰიპოფიზის უკანა წილის მიერ, პირობითად, გამოიყოფა შემდეგი ორი ჰორმონი:

  • ანტიდიურეზული ჰორმონი (ADH) - ამცირებს შარდის წარმოქმნას (თირკმელებში განაპირობებს წყლის ფილტრაციას, რათა დაბრუნდეს სისხლში. ამ გზით ხდება შარდის რაოდენობის შემცირება).  
  • ოქსიტოცინი - მშობიარობის დროს ოქსიტოცინი უზრუნველყოფს საშვილოსნოს შეკუმშვებს. აგრეთვე, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოთავისუფლებას.

დარღვევები ვითარდება, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ჰიპოფიზი გააქტიურდება ნორმაზე მეტად ან, პირიქით, საკმარისად ვერ ახორციელებს თავის ფუნქციას.

მდგომარეობები, როდესაც ჰიპოფიზი გამოყოფს ჭარბი რაოდენობით ერთ ან რამდენიმე ჰორმონს:

მდგომარეობები, როდესაც ჰიპოფიზი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს:

გარდა აღნიშნულისა, შესაძლოა ადგილი ქონდეს ჰიპოფიზის ჰორმონალურად არააქტიური ადენომის არსებობას. ეს არის სიმსივნე, რომელსაც არ ახასიათებს ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამოთავსულდებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. ეს სიმსივნეები იყოფა ჰიპოფიზური უკმარისობის სინდრომის ან ნევროლოგიური სიმპტომატიკის, ე.წ. ქიაზმალური სინდრომის, მიხედვით.

ნეიროოფთალმოლოგიური გამოვლინებებიდან აღსანიშნავია თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, მხედველობის ველის დეფექტი (მაგ.: ბიტემპორალური ჰემიანოფსია, კვადრიანოფსია, ჰომონიმური ჰემიანოფსია ან თვალის მამოძრავებელი ნერვების დამბლა).

ჰიპოფიზის ჰორმონალურად არააქტიური ადენომის მარკერებია ქრომოგრანინი, სეკრეტოგრანინი, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ბეტა ფრაქცია. მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.