რა არის ენდოკრინოლოგია?

 

 

 

რა არის ენდოკრინოლოგია?

ენდოკრინოლოგია – ეს არის მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხებს.

ენდოკრინული სისტემის ფუნქცია არის ორგანიზმში უჯრედული აქტივობის კოორდინირება და ინტეგრაცია, რაც ხორციელდება ორგანოების ფუნქციური რეგულაციითა და ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის (ჰომეოსტაზის) შენარჩუნებით.

ენდოკრინული (ბერძ. ენდონ – შიგნით, კრინოს – სეკრეცია, გამოყოფა, გამოთავისუფლება) ჯირჯვლები, ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად, გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ე.წ.  ჰორმონებს, რომლებიც მოქმედებენ რა სამიზნე ორგანოებზე, უზრუნველყოფენ:

  • მარილისა და წყლის ბალანსის რეგულაციასა და სისხლის მოცულობისა და წნევის კონტროლს
  • კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულაციას, რათა შენარჩუნდეს ექსტრაცელულური (უჯრედის გარეთ) სითხის კონცენტრაცია, რაც საჭიროა უჯრედის მემბრანის მთლიანობისა და ინტრაცელულური (უჯრედის შიგნით) სიგნალების გადასაცემად
  • ენერგიის ბალანსის რეგულაციასა და სითხეების მობილიზაციის, გამოყენებისა და დამარაგების კონტროლს, რათა უზრუნველყოს უჯრედის მეტაბოლური მოთხოვნების დაკმაყოფილება
  • სტრესისადმი ორგანიზმის ჰემოდინამიკური და მეტაბოლური კონტრმარეგულირებელი პასუხების კოორდინირებას
  • გამრავლების, განვითარების, ზრდისა და დაბერების რეგულაციას.

ენდოკრინულ სისტემას მიეკუთვნება შემდეგი ორგანოები: ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრახლო ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები, პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) და სასქესო ჯირკვლები.