აკნე- დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა გირჩევთ!
აკნე არის ქრონიკულად მიმდინარე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია, რომელიც დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ის ძირითადად მოზარდებში გვხვდება,თუმცა სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვა ასაკშიც.
აკნეს გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- ჰორმონალური ცვლილებები;
- ჰორმონალური დარღვევა;
- გენეტიკური განწყობა;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები;
- არასაკმარისი ჰიგიენა;
- ექიმის რეკომენდაცია;
- ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ სახიდან კოსმეტიკა;
- ნუ მოიშორებთ ჩირქოვან გამონაყარს ხელით, არასწორმა მანიპულაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბაქტერიების გავრცელებას;
- თუ აკნე გაქვთ ტანის მიდამოზე, მოერიდეთ მჭიდრო და სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელს,
- ჭარბი ცხიმის მოსაცილებლად და კანის სისუფთავის დასაცავად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი;
- თავი შეიკავეთ კომედოგენური (კოსმეტიკა, რომელიც იწვევს ფორების დაკეტვას) კოსმეტიკის გამოყენებისგან;
- კოსმეტიკა უნდა შეირჩეს სპეციალურად პრობლემური კანისთვის და არ უნდა ახშობდეს ფორებს.