უშვილობა - რეპროდუქტოლოგი მარინე ახალაია გირჩევთ!
რა არის უშვილობა?
უშვილობა წარმოადგენს შვილის ყოლის შეუძლებლობას, რომლის დროსახ მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, 1 წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა.
მიზეზები, როდესაც უმჯობესია არ დაელოდოთ ტრადიციულ ერთ წელს:
- ასაკი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს ქალებისთვის, როგორც დაორსულების გაძნელების, ისე ორსულობის პერიოდში გართულებების ალბათობის ზრდის თვალსაზრისით;
- თქვენ დარღვეული გაქვთ მენსტრუალური ციკლი;
- თქვენ ჩატარებული გაქვთ აპენდექტომია;
- თქვენ გქონდათ გართულებები საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის გამოყენებისას;
- თქვენ დიაგნოსტირებული გაქვთ ენდომეტრიოზი;
- თქვენ გაკეთებული გაქვთ აბორტი;
- თქვენ გყავდათ რამდენიმე პარტნიორი და გქონდათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
- თქვენ ეწევით, ღებულობთ ნარკოტიკს ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
- თქვენ მუდმივად იმყოფებით შხამიანი ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ;
- თქვენ ინტენსიურად დაკავებული ხართ სპორტით;
- თქვენ არასწორი კვებითი რეჟიმი გაქვთ.