უფასო სკრინინგს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენისთვის

 ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია მეტაბოლოგია დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“ გთავაზობთ უფასო სკრინინგს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენისთვის.
 

სკრინინგი ხორციელდება, ქ.თბილისი მერიის სამედიცინო პროგრამის ფარგლებში.


პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:

25-70 წლის ქალებს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებს, რომელთაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.


კიბოს რისკის კრიტერიუმების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი -ენდოკრინოლოგის მიერ განისაზღვრება გამოკვლევის შემდგომი ეტაპები, რომელებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კვლევებს დადგენილი წესების შესაბამისად:

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლში

თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა

საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა

 
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობა ენდოკრინოლოგის მიერ


📞ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 032 2 22 40 45; 032 2 48 38 38;