ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს სექსუალური ცხოვრების არქონა
სექსუალური თავშეკავება პრობლემა ხდება იმისთვის, ვისაც უნდა და ვერ ახერხებს, ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ავადმყოფობა იწყება უკმაყოფილებიდან. სექსისგან თავშეკავება ხშირად ტრაგიკულ ფორმებს იღებს. ეს უპირველესად, ისეთ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ფობიური სინდრომი.
ადამიანი ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს ვერ ხედავს, ფსიქიკურ აშლილობებს სომატური, ანუ სხეულის დაავადებები მოსდევს, როგორიცაა ჰორმონული დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.
სექსისგან ხანგრძლივმა თავშეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციაც. რაც შეეხება ჰორმონულ დარღვევებს, მამაკაცს, რომელსაც არ აქვს სექსუალური ცხოვრება, ტესტოსტერონის დონის დაქვეითების რისკი ეზრდება. სექსის დროს ორგანიზმი ააქტიურებს დამცავ მექანიზმებს., ეს კი ეხმარება ადამიანს, დაძლიოს სხვადასხვა დაავადებები.
თუ ადამიანს სექსუალური აქტივობა არ აქვს, მისი იმუნიტეტი სუსტდება. ქალი, რომელსაც არ აქვს სქესობრივი ცხოვრება, არ ფეხმძიმდება, არ მშობიარობს, რითაც რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, მას შეიძლება, განუვითარდეს სერიოზული ჰორმონული აშლილობა და ჰორმონდამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებები.