რა შემთხვევაში შეიძლება აბლაციის გამოყენება ?

  • აბლაციის გამოყენებას გააჩნია თავისი გაიდლაინები. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადრეულ სტადიაზე შეიძლება გაკეთება. ადრეულ სტადიაზე აბლაციის შედეგი არის სიმსივნის მოშორება, ანუ მისგანგან განკურნება. ფაქტობრივად, როცა ადრეულ სტადიაზე ვაფიქსირებთ სიმსივნის არსებობას და ვაკეთებთ მიკროტალღურ აბლაციას, შედეგი პრაქტიკულად არის იგივე, რაც ამ სიმსივნის ქირურგიული წესით მოცილების შემთხვევაში. თუმცა, ტუმორი ანუ სიმსივნე უნდა იყოს მცირე ზომის. მისი აბლაციის შემთხვევაში პაციენტი პრაქტიკულად განკურნებულია.
  • უფრო წინ წასულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია მიკროტალღური აბლაციის გაკეთება, ამ შემთხვევაში იდეალურ სიტუაციაში სიმსივნური წარმონაქმნი უნდა იყოს არაუმეტეს 3 სანტიმეტრის ზომის და წარმონაქმნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-სანტიმეტრს. თუმცა, იგი არ გამორიცხავს მიკროტალღური აბლაციის ჩატარებას 4-5 სანტიმეტრის სიმსივნეების დროსაც.
  • ასეთ შემთხვევაში დგება სიმსივნის არასრული აბლაციის რისკი, რისი კომპენსაციისთვისაც ევროპისა და აზიის წამყვან კლინიკებში მიმართავენ მიკროტალღური აბლაციის კომბინაციას მკურნალობის სხვა მეთოდებთან (ქიმიურიაბლაცია, ემბოლიზაცია), და/ან განმეორებით მიკროტალღურ აბლაციას. ყველა ეს მეთოდი ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია, ამიტომ პაციენტს საშუალება აქვს მიიღოს ამ მხრივ ყველა სახის დახმარება. 


#კლინიკაენმედიცი
#ნაბიჯიჯანმრთელობისაკენ