დიაბეტის მართვა - შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

კლინიკა "ენმედიცში" ხორციელდება დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი სერვისები:

• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა - წელიწადში 4-ჯერ;

• სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;

• შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;

• შარდის ანალიზი მიკროალბუმინურიაზე წელიწადში 1-ჯერ;

• ნევროლოგის კონსულტაცია/ნეიროპათიული კვლევა წელიწადში 1-ჯერ;

• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ) - წელიწადში 4-ჯერ;

• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის გუგის გაფართოების გზით თვალის ფსკერის ბიომიკროსკოპული კვლევით, ან მიდრიაზული 7 ველიანი სტერეოსკოპული ფუნდუს ფოტოგრაფიით, ან მიდრიაზული ან არა მიდრიაზული 2 ველიანი ფუნდუს ფოტოგრაფიით, ან პირდაპირი ან არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიით) წელიწადში 2-ჯერ.

• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება - წელიწადში 4-ჯერ;

• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში - წელიწადში 10-ჯერ;

• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

მომსახურების ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.