პერსონალური მონაცემების დაცვა

 წინამდებარე დოკუმენტი არის enmedic.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცს შორის. შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცი (ს.ნ. 206047400) რეგისტრირებული მისამართი თბილისი, წინანდლის 9-11. 

შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „enmedic.ge”.

Enmedic.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და enmedic.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება enmedic.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან enmedic.ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია enmedic.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. enmedic.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, გამოიძახოს ბინაზე ლაბორატორია და ისარგებლოს enmedic.ge-ზე განთავსებული სხვა სერვისებითა და შეთავაზებებით.
მომხმარებლის მიერ მომსახურეობის სერვისის თითოეული შემთხვევა წარმოადგენს ცალკეულ გასაწევ მომსახურეობას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი . შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება მომსახურეობის სახე, მისი ღირებულება და მიღების ფორმა.

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

Enmedic.ge-ზე ნებისმიერი სერვისის მისაღებად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია სერვისის მიღების პროცესში და ასევე მიღებამდე.

სერვისის მიღებამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს სისტემაში “შესვლას“.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛ:

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის გაფორმება და სერვისის მიღება

მომხმარებლის მიერ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნისას ან და ლაბორატორიული სერვსების ბინაზე გამოძახებისას, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში, საჭირო იქნება რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობს შემდეგი ინფორმაციის მითითებას: ელექტრონული ფოსტა, სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, სისტემაში შესასვლელი პაროლი.

ექიმთან ვიზიტის დაჯავშნისას, რეგისტრირებულ მომხმარებელს, შეუძლია ჯავშანი 18 წლამდე, არასწრულწლოვან პირსაც გაუფორმოს “ახალი პაციენტი”-ის ღილაკის საშუალებით, სადაც უნდა დაამატოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის გამცემი ქვეყანა, დაბადების თარიღი.

Enmedic.ge-ზე ნებისმიერი სერვისის შერჩევის შემდეგ მომხმარებელი სერვისის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორე, რათა თავიდან აირიდოს მომავალში შექმნილი ხარვეზი. არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში სერვისის შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელს მის მიერ შერჩეული სერვისის სტატუსზე ინფორმაციის ნახვა შეუძლია მის პირად კაბინეტში. 

Enmedic.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის ჯავშანი თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

შეძენილი სერვისის მიღება მომხმარებელს შეუძლია კლინიკის სამუშაო დღეებსა და საათებში.

Enmedic.ge-ის ვებგვერდზე ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძელებლია ვებგვერდზე განთავსებულ თავისუფალ დროებში. 

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც უნაღდო ისე ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

სერვისის შერჩევის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

Enmedic.ge-ს არ აქვს წვდომა, როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე მიიღებს დასტურს სერვისის დაჯავშნის წარმატებით დასრულების შესახებ.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

იმ შემთხვევაში, თუ სერვისის მიღებამდე დარჩენილია 24 საათი, მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს მოთხოვნა სერვისზე. მოთხოვნის გაუქმების შემდეგ მომხმარებელს თანხა 2 სამუშაო დღეში დაუბრუნდება ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ სერვისის მიღებამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი, მომხმარებელს არ შეუძლია სერვისზე მოთხოვნის გაუქმება, შესაბამისად, ვერ მოხერხდება აღნიშნული თანხის დაბრუნება. თუმცა, შესაძლებელია ჯავშნის თარიღების ცვლილება. 

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲮᲣᲠᲕᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

თუ Enmedic.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს Enmedic.ge-ს გუნდს.

ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

Enmedic.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

Enmedic.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

Enmedic.ge იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

Enmedic.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

Enmedic.ge სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲔᲑᲘ ᲕᲔᲑᲒᲕᲔᲠᲓᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡᲐᲡ

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Enmedic.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Enmedic.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Enmedic.ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს Enmedic.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის Enmedic.ge-ს.

Enmedic.ge-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცი საკუთრებას.

Enmedic.ge-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, Enmedic.ge-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს Enmedic.ge-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს Enmedic.ge-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, Enmedic.ge უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება Enmedic.ge-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს Enmedic.ge-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

Enmedic.ge პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას Enmedic.ge-ს საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა Enmedic.ge-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Enmedic.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲐ

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Enmedic.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

Enmedic.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Enmedic.ge-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Enmedic.ge მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲔᲑᲘ

Enmedic.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Enmedic.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.