კლინიკა ენმედიცი

Image

ენმედიცი თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ფოკუსირებულია პაციენტზე ორიენტირებულ, ზუსტ და გამართულ მომსახურებაზე.

ჩვენი კლინიკა წარმოადგენილია ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით თბილისა და ბათუმში.

კლინიკა ენმედიცი საქართველოში კლინიკური ენდოკრინოლოგიის პიონერია, რომელიც დაარსდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიის განყოფილების ბაზაზე და დაფუძნებულია ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, ვაჟა ივერიელის ინიციატივით. ჩვენი ისტორია იწყება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, როცა საქართველოში პირველმა ენდოკრინოლოგიურმა განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო და მოგვიანებით იგი მთელ ამიერკავკასიაში პირველი დამოუკიდებელი ენდოკრინოლოგიური კლინიკა გახდა.

დღეს ჩვენი კლინიკა ფლობს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 და ISO 9001:2015 სერტიფიკატებს, რაც ჩვენი სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას ადასტურებს.

ენმედიცში თქვენთვის ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური მომსახურება და პროფესიონალი სპეციალისტების მხარდაჭერა, რათა ჯანმრთელობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურებოდეს თქვენი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

ბრენდის მისია

ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება, რათა პაციენტების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გაუმჯობესდეს.

ბრენდის ხედვა

ჩვენი ხედვაა, გავხდეთ საქართველოს (და არამარტო) წამყვანი და ყველაზე სანდო სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური და მაღალი ხარისხის ზრუნვით.

ბრენდის ფასეულობები

ენმედიცის ბრენდის ფასეულობები და პრინციპები განსაზღვრავენ ჩვენი მუშაობის სტანდარტებს და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ ვთმობთ პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვას, პროფესიონალიზმს, სანდოობას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გუნდურ სულისკვეთებას. ეს პრინციპები გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და დავეყრდნოთ მათ ნდობასა და ერთგულებას.