ჩემი ბარათი

ფასი
120.00

მთელი წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურება


• ბარათი ძალაშია შეძენიდან 1 წლის ვადით

• ბარათის ფასი შეადგენს წელიწადში 120 ლარს

• ბარათის შეძენა შესაძლებელია კლინიკა ენმედიცში, თბილისი, არაყიშვილის N2 -ში


ვინ შეიძლება ისარგებლოს ენმედიცი ბარათით?

• პირები რომლებიც არ სარგებლობენ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევით

• პირები რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით

• პირები რომლებიც სარგებლობენ საბაზისო პაკეტით (36-ე დადგენილება) და ყველა სამედიცინო მომსახურებაზე უწევთ 30%-ანი თანაგადახდა (ენმედიცის ბარათის შეძენის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ უფასოდ, 30%-ანი თანაგადახდის გარეშე)

• ასაკი შეუზღუდავია

რომელი სპეციალისტების მომსახურებას მოიცავს ენმედიცი ბარათი?

• ოჯახის ექიმი

• ენდოკრინოლოგი

• ოფთალმოლოგი

• კარდიოლოგი

• ნევროლოგი

• გინეკოლოგი

• ოტორინოლარინგოლოგი

• უროლოგი

• ქირურგი

ექიმის დანიშნულებით სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევები:

• ელექტროკარდიოგრაფია

• შარდ-სასქესო სისტემის და მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია

• მუცლის ღრუს ექოსკოპია

ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

• სისხლის საერთო ანალიზი

• შარდის საერთო ანალიზი

• გლუკოზა პერიფერიულ სისხლში

• კრეატინინი

• ქოლესტერინი სისხლში

• შრატში ლიპიდების განსაზღვრა

• პროთრომბინის დრო

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH) სხვა.

დამატებითი სერვისები

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა

• სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

ენმედიცის ბარათის მფლობელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უნარჩუნდებათ სრულად