დიაბეტი - სახელმწიფო პროგრამა

ფასი
უფასო

დიაბეტის მართვა


"დიაბეტის მართვის" პროგრამის სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში იფარება შემდეგი კონსულტაციები და გამოკვლევები: 

ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა და მისი დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის ან ანგიოლოგის კონსულტაცია და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: 

 

  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

  • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;

  • კრეატინინის და / ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;

  • მიკროალბუმინურიის კვლევა;

  • სისხლის საერთო ანალიზი;

  • შარდის საერთო ანალიზი 

  • C-პეპტიდი;

  • ჰომა-2-ის ინდექსი

  • ე.. 

მომსახურება ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის ეპიზოდი. მომსახურეობა ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 

 


დიაბეტის მართვა - ბავშვები

 

პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტითგათვალისწინებულია შემდეგი სერვისები:

▪️  ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა - წელიწადში 4-ჯერ;

▪️  სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;

▪️  შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;

▪️  შარდის ანალიზი მიკროალბუმინურიაზე წელიწადში 1-ჯერ;

▪️  ნევროლოგის კონსულტაცია / ნეიროპათიული კვლევა წელიწადში 1-ჯერ;

▪️  გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ) - წელიწადში 4-ჯერ;

▪️  დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის გუგის გაფართოებისგზით თვალის ფსკერის ბიომიკროსკოპული კვლევით, ან მიდრიაზული 7 ველიანი სტერეოსკოპულიფუნდუს ფოტოგრაფიით, ან მიდრიაზული ან არა მიდრიაზული 2 ველიანი ფუნდუს ფოტოგრაფიით, ანპირდაპირი ან არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიით) წელიწადში 2-ჯერ.

▪️  პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება - წელიწადში 4-ჯერ;

▪️  ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში - წელიწადში 10-ჯერ;

▪️  საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტისდოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

 

მომსახურების ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებსთანაგადახდას პაციენტის მხრიდან.