ნეფროლოგია
1 ექიმი
ნეფროლოგია თირკმელების დაავადებებს შეისწავლის, რომელიც უმნიშვნელოვანესი ორგანოა.
თირკმელების ძირითადი ფუნქციებია:
სისხლის ფილტრაცია და ცხოველქმედების ნარჩენებისგან, ზედმეტი სითხისა და ტოქსინების მოცილება;
სხეულში სითხის ბალანსის რეგულირება;
ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება.
გარდა ამისა, თირკმელები გამოყოფენ ჰორმონებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ:
არტერიული წნევის მართვაში;
ერითროპოეტინის წარმოებაში, რომელიც პასუხისმგებელია ერითროციტების შექმნაზე.
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს სისხლის შედედების სისტემაზე, ამ პროცესში მნიშვნელოვანია. რომ პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უჩივის შაქრიანი დიაბეტს, ჰიპერტონიას (სისხლის წნევის მომატება) და პროტეინურიას.(?) ამასთან, სხვა მრავალ დაავადებებს (კარდიოლოგიური, ჰემატოლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა).
ნეფროლოგიური დაავადებების ძირითადი ტიპებია:
შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიისგან გამოწვეული თირკმელების დაზიანება;
გლომერულური დაავადებები;
სისხლძარღვოვანი დაავადებები.
ხშირ შემთხვევაში თირკმელების დაავადება ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, გადამოწმების ერთ-ერთი საშუალება კი შარდის ანალიზის რუტინული გამოკვლევაა, რომლის ანალიზიც კლინიკა ენმედიცში გერმანული SIEMENS-ის ფირმის ბიოქიმიურ ანალიზატორ RXL Max -ით სრულდება. აპარატი არის სრულად ავტომატური, ღია ტიპის მაღალი წარმადობის სისტემა, რომელიც უმოკლეს დროში და აბსოლუტური სიზუსტით ზომავს ტესტის შედეგს. გამზომ მექანიზმს წარმოადგენს სპექტროფოტომეტრი.