რადიოლოგია
7 ექიმი
ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ან პრობლემის საპოვნელად ზედაპირული დათვალიერება არ არის საკმარისი - ექიმებს დიაგნოზისთვის შინაგანი ორგანოების კვლევაც სჭირდებათ. სწორედ ამაში გვეხმარება რადიოლოგია.
ეს მედიცინის ერთერთი მიმართულებაა, რომელიც სხეულის შინაგანი სტრუქტურების დიაგნოსტიკისა და შეფასებისთვის გამოსახულების მეთოდებს იყენებს. თანამედროვე მედიცინაში რადიოლოგიური კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ექიმებს საშუალებას აძლევს, დროულად აღმოაჩინონ დაავადებები, შეაფასონ მათი განვითარება და განსაზღვრონ მკურნალობის სწორი სტრატეგია.