ენდოკრინოლოგია
26 ექიმი
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგია სწავლობს ისეთ ჰორმონ მაპროდუცირებელ ჯირკვლებს, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვალი, პანკრეასი, პარათირეოიდული ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, საკვერცხე, სათესლე და მათ დაავადებებს. ყველა ორგანო და ფუნქცია კონტროლდება ჰორმონებით. ეს სისტემა აკონტროლებს სხეულის სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის ზრდას, მეტაბოლიზმს და ჰორმონალურ ბალანსს. ენდოკრინულ დაავადებებს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
საერთო სისუსტე, დაღლილობა;
წონის მატება ან კლება;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
სხეულზე თმის საფარველის შეცვლა (თმის ცვენა);
კანის სიმშრალე;
ჭარბთმიანობა ქალებში;
აკნე;
მაღალი არტერიული წნევა;
გულის რიტმის დარღვევა;
კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
გუნება-განწყობის ცვლილება;
ოფლიანობა;
ყაბზობა
ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომელიც ენდოკრინოლოგიურ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს. ერთი შეხედვით, ყოველთვის არ არის ნათელი, რომ სამედიცინო პრობლემას ენდოკრინული საფუძველი აქვს და ხშირად პაციენტი გრძელ და დამღლელ გზას გადის ენდოკრინოლოგთან მოხვედრამდე.
პაციენტებს ენმედიციში შესაძლებლობა აქვთ იმკურნალონ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი;
სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები;
მიკროელემენტების დეფიციტი ან სიჭარბე;
პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები;
ოსტეოპოროზი;
ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა ქალებში);
ლიპიდური ცვლის დარღვევა;
აკრომეგალია;
კუშინგის სინდრომი;
პროლაქტინომა;
უშაქრო დიაბეტი;
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
ადისონის დაავადება;
ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები;
ფეოქრომოციტომა;
კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი;
ჰიპერ და ჰიპოთირეოზი;
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური და ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებები;
ჯირკვლის კიბო.
კლინიკა ენმედიცში უახლეს სადიაგნოსტიკო მეთოდებს ვიყენებთ, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს დროული დიაგნოსტიკით და ეფექტური მკურნალობით სრულად გამოაჯანმრთელონ პაციენტი.