სექსოლოგია

1 ექიმი

სექსოლოგია არის მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალობის ყველა გამოვლინებას, მათ შორის, პარაფილიებს (სექსუალური ნორმებისგან გადახრა). სექსოლოგის კონსულტაცია სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად:

  • სექსუალური ტრავმა და სექსუალური რეაბილიტაცია;

  • ურთიერთობებში სექსუალური პრობლემების შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტები;

  • დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ;

  • გადაჭარბებული ან შემცირებული ლიბიდო;

  • ვაგინიზმი;

  • ფიზიოლოგიური სირთულეები;

  • სექსზე დამოკიდებულება.

მამაკაცებსა და ქალებს სექსოლოგთან მიმართვის მიზეზები განსხვავებულია. მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

  • ნაადრევი ეაკულაცია — სექსუალური აქტის დაწყებამდე ან მოკლე დროში ეაკულაცია, რაც მამაკაცისთვის დისკომფორტს ქმნის და სექსუალური კავშირის ხანგრძლივობას ამცირებს;

  • ერექციული დისფუნქცია — სქესობრივი აქტის დროს ერექციის მიღწევას ან შენარჩუნებას უშლის ხელს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სექსუალური ცხოვრების ხარისხზე;

  • დაბალი ლიბიდო — სექსუალური აქტის მიმართ ინტერესის შემცირება, რომელიც შეიძლება ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ფაქტორებით იყოს გამოწვეული.

ქალებში, ყველაზე ხშირად სექსოლოგთან მიმართვის მიზეზებია:

  • ვაგინიზმი — პენეტრაციის დროს საშოს კუნთების სპაზმი ან დაჭიმვა, რაც არა მხოლოდ სქესობრივ აქტს, არამედ გინეკოლოგიურ გამოკვლევასაც ართულებს;

  • დაბალი ლიბიდო — ქალებში სექსუალური ინტერესის დაქვეითება ხშირად დაკავშირებულია ცხოვრების სტრესებთან ან ჯანმრთელობასთან.

სექსუალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კეთილდღეობისთვის. ამიტომ, სექსოლოგის დროული კონსულტაცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი სექსუალური პრობლემების მოსაგვარებლად.

ექიმები

ზურაბ მარშანია

სექსოლოგი