კარდიოლოგია
4 ექიმი
კარდიოლოგია არის კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს და განვითარების მექანიზმებს შეისწავლის ასევე, აწარმოებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. დღესდღეობით გულისა და სისხლძარღვების დაავადებები მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ კარდიოლოგის როლი თანამედროვე მედიცინაში ძალზედ მნიშვნელოვანია. გულის დაავადებების მკურნალობა კომპლექსური პროცესია, სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კარდიოლოგთან დროული კონსულტაცია. სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც
ექიმს უნდა მიაკითხოთ შემდეგია:
დისკომფორტი და ტკივილი გულ-მკერდის არეში, (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს შეკუმშვა ან წნევის მსგავსი შეგრძნება, ეს შეიძლება სტენოკარდია ან შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს);
ჰაერის უკმარისობა (აუხსნელი ქოშინი, განსაკუთრებით მსუბუქი აქტივობების ან დასვენების დროს, შესაძლოა მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე.
კარდიოლოგი ასეთი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში გულის ფუნქციას აფასებს); ფეხების შეშუპება (ფეხებისა და ტერფების არეში შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე, რადგან დასუსტებულ გულს სისხლის ეფექტურად გადატუმბვა უჭირს); მაღალი წნევა (მუდმივად მაღალი არტერიული წნევა გულთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის რისკ-ფაქტორია. კარდიოლოგი დაგეხმარებათ როგორც ჰიპერტენზიის მართვასა და მკურნალობაში, ისე სხვა კარდიოლოგიური დაავადებების რისკების შემცირებაში. გულის დაავადებების მკურნალობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია წნევის კონტროლის გარეშე); ზედმეტად სწრაფი ან ნელი გულისცემა (შენელებული (ბრადიკარდია) ან მუდმივად აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) არითმიის ნიშანია. არითმია სისხლის გადატუმბვის უნარს ასუსტებს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, გულის უკმარისობას იწვევს. ხშირ შემთხვევაში, არითმია სისხლის შედედების პროცესს აფერხებს. დროული დიაგნოსტიკა და ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას). ჩვენს კლინიკაში ტარდება კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი გამოკვლევები, რომელიც მოიცავს კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას 12 სტანდარტული განხრით, ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიას, 24 სთ ეკგ მონიტორინგს ჰოლტერის მეთოდით, ლაბორატორიულ გამოკვლევებს; ელექტროკარდიოგრაფია (12 სტანდარტული განხრით) - უმარტივესი, მაგრამ დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა, მიოკარდის სუმარული ტრანსმემბრანული პოტენციალების აღრიცხვის მეთოდი. მისი საშუალებით ვავლენთ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებს, როგორიცაა არითმია (წინაგულების ფიბრილაცია, ექსტრასისტოლია, პაროქსიზმული ტაქიკარდია...), გამტარებლობის დარღვევები (SA, AV-ბლოკადები, ჰისის კონის მარჯვენა და მარცხენა ფეხის ბლოკადები, WPW სინდრომი, ფრედერიკის სინდრომი). ინფორმატიულია გულის იშემიური დაავადების (გ.ი.დ.) დიაგნოსტიკისათვის (სტენოკარდია, ინფარქტი) და ა.შ.; ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც ხდება გულის ორგანული, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების დაფიქსირება. ულტრაბგერით ჩანს გულის ოთხივე საკანი, მსხვილი კალიბრის მთავარი სისხლძარღვები (აორტის ნაწილები, ღრუ ვენები, ფილტვის არტერიისა და ვენების ნაწილები), სარქვლების მდგომარეობა, საკნებში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები, ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევის) პროცესები, პერიკარდიუმი და მისი ცვლილებები. ექოკარდიოგრაფიისთვის პაციენტის წინასწარი მომზადება არაა საჭირო; 24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერის მეთოდით) - საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იყვნენ პაციენტები პოტენციური არითმოგენული ჩივილებით, სინკოპეს ეპიზოდებით (გონების დაკარგვა), გულის ორგანული პათოლოგიებით, ბრადიარითმიებით, AV-გამტარებლობის დარღვევებით და ა.შ.. ჩვენს სამედიცინო ცენტრში არსებული ყველა აღნიშნული კვლევის მეთოდები საშუალებას იძლევა ზუსტად და დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.