ოტორინოლარინგოლოგია

2 ექიმი

ოტორინოლარინგოლოგია შეისწავლის:  ყურის, ცხვირის, ხახის და ხორხის დაავადებებს. 

ოტორინოლარინგოლოგია მოიცავს:

  • სმენის დაქვეითება;

  • ტინიტუსი (შუილი, რომელიც წარმოიქმნება ყურში და არა გარემოში);

  • ვერტიგო (ცრუ შეგრძნება, რომ თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები, ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს);

  • ალერგია;

  • სინუსიტი (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება);

  • ცხვირის პოლიპები;

  • ძგიდის გამრუდება;

  • ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლის ანთება);

  • ძილის აპნოე (ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ძილში სუნთქვა ეპიზოდურად წყდება);

  •  ხმის დარღვევები;

  •  თავისა და კისრის სიმსივნეები.

ლორ ორგანოების დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, და ხშირ შემთხვევაში, სეზონური გაციებების, ბრონქიტისა და გრიპის შედეგია. თუმცა, ეს დაავადებები ასევე, შეიძლება განვითარდეს ინფექციების ან ტრავმული დაზიანებების შედეგად, რომელსაც როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. 

ყველაზე გავრცელებული ლორ დაავადებებია:

ცხვირის დაავადებები:

  • რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება);

  • სინუსიტი;

  • ცხვირის ძგიდის გამრუდება;

  • ცხვირის პოლიპები.

ყურის დაავადებები:

  • გარეთა და შუა ყურის ანთება;

  • ევსტაქიტი (შუა ყურში სითხის არსებობა);

  • ექსუდაციური ოტიტი (ყურების დაგუბება და სმენის დაქვეითება);

  • სმენის ნერვის ნევრიტი ?

ყელის დაავადებები:

  • ფარინგიტი (მწვავედ განვითარებული ყელის ტკივილი);

  • ლარინგიტი (ყელის სახმო იოგების შემცველი ნაწილის (ლარინქსი) ანთება);

  • ტონზილიტი;

  • სახმო იოგების სიმსივნეები.

ოტორინოლარინგოლოგი სვამს დიაგნოზს პაციენტის ჩივილებისა და სამედიცინო ისტორიის ანალიზით, დამატებით კი ატარებს ლაბორატორიულ კვლევებს, როგორიცაა სისხლის ანალიზები და ბაქტერიოლოგიური კვლევები, რათა განსაზღვროს ინფექციის გამომწვევი და შეარჩიოს სწორი მკურნალობა.



ექიმები

ვენერა ცეცხლაძე

ოტორინოლარინგოლოგი

male Doctor Image

ნუგზარი ბეზარაშვილი

ოტორინოლარინგოლოგი