რევმატოლოგია

2 ექიმი

რევმატოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ძვალ–სახსართა სისტემის,  შემაერთებელი ქსოვილის  აუტოიმუნური ანთებით მიმდინარე სისტემურ დაავადებებს შეისწავლის. 

რევმატოლოგი სვამს დიაგნოზს, ნიშნავს მკურნალობას და უწევს კონტროლს გამოჯანმრთელების სრულ პროცესს: 

  • ანთებით, რევმატულ დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ  სახსრებს, კუნთებს და ძვლებს;

  • შემაერთებელი  ქსოვილის  დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ მყესებს, იოგებს, კანს და სხვა ორგანოებს. 

  • აუტოიმუნური ანთებით მიმდინარე დაავადებები აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს, შინაგან ორგანოებს. 

ყველაზე გავრცელებული დაავადებები რომელსაც მართავს რევმატოლოგი: 

  • ოსტეოართრიტი (სახსრების ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება);

  • რევმატოიდული ართრიტი;

  • პოდაგრა (ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადება);

  • ოსტეოპოროზი (ძვლოვანი სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლის მასის შემცირებას);

  • მაანკილოზებელი სპონდილიტი (დაავადებაა, რომელიც ხერხემალს, მსხვილ სახსრებს და სხვა ორგანოებს აზიანებს);

  • ფსორიაზული ართრიტი (კანის დაავადება);

  • რეაქტიული ართრიტი;

  • სისტემური სკლეროდერმია (შემაერთებელი ქსოვილისა და წვრილი სისხლძარღვების ქრონიკული სისტემური დაავადება);

  • შეგრენის დაავადება (იმუნური სისტემის დაავადება);

  • სისტემური წითელი მგლურა;

  • ბეჰჩეთის  დაავადება (ქრონიკული ანთებითი დაავადება);

  • პოლიმიოზიტი (იწვევს კუნთის სისუსტეს სხეულის ორივე მხარეს);

  • ფიბრომიალგია;

  • ტენდინიტი;

  • ბურსიტი.

რევმატოლოგიური დაავადებების სადიაგნოსტიკოდ საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, როგორიცაა:

  • C რეაქტიული ცილის (დასალინკია);

  • რევმატოიდული ფაქტორის;

  • შარდმჟავას;

  • კალციუმის; 

  • D ვიტამინის და სპეციფიკური  მარკერების  განსაზღვრა სისხლში;

  • რენტგენოგრაფია; 

  • ულტრასონოგრაფია;

  • დექსა სკანირება. 

კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის  დაზუსტების შემდგომ პაციენტს,  საერთაშორისო გაიდლაინებით  გათვალისწინებული თერაპია ენიშნება. ინდივიდუალური თავისებურებების, ანამნეზის და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებთ, რევმატოლოგიური დაავადებების უმეტესობა ქრონიკულია, რაც პაციენტისთვის აუცილებელს ხდის  ექიმის დანიშნულების ზუსტ შესრულებას.

პაციენტისა და ექიმის მჭიდრო თანამშრომლობა რევმატოლოგიური დაავადების ხანგრძლივ რემისას განაპირობებს.


 


ექიმები

male Doctor Image

ზურაბ მიქელაძე

რეაბილოტოლოგი, თერაპევტი

ნინო დვალიშვილი

რევმატოლოგი