რა არის კვანძოვანი ჩიყვი და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბლოგი
25 დეკემბერი, 2024

კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში მკვეთრად შემოფარგლული მოცულობითი წარმონაქმნის არსებობას გულისხმობს. ეს მდგომარეობა სხვადასხვა დაავადებასთან არის დაკავშირებული და მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

კვანძოვანი ჩიყვის შესაძლო მიზეზები

კვანძები ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება, მაგალითად:

  • არატოქსიური კვანძოვანი ჩიყვი

  • ტოქსიური ადენომა

  • აუტოიმუნური თირეოდიტი

  • ავთვისებიანი სიმსივნეები

ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში, რაც შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებით, იოდის დეფიციტით და აუტოიმუნური პროცესებით იყოს გამოწვეული.

კვანძების ტიპები

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები ფუნქციონირების მიხედვით ორ ძირითად ტიპად იყოფა:

  • ცივი (არააქტიური) კვანძები – ეს კვანძები არ გამოიმუშავებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.

  • ცხელი (აქტიური) კვანძები – ისინი აქტიურად გამოიმუშავებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.

დიაგნოსტიკა

ბაზისური დიაგნოსტიკის მეთოდები მოიცავს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიას

  • თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას

თუ ულტრასონოგრაფიაზე „საეჭვო“ კვანძი დაფიქსირდა, დამატებით ტარდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია. მისი მეშვეობით ხდება კვანძის კეთილთვისებიანობის ან ავთვისებიანობის დადგენა.

მკურნალობა

კვანძების მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათ ზომასა და ტიპზე. მცირე, არააქტიური კვანძების შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ დაკვირვება იყოს საჭირო, ხოლო „ცხელი“ კვანძების დროს ინიშნება თირეოსტატიკური პრეპარატები. უფრო დიდ კვანძების ან ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში შესაძლოა ოპერაციული მკურნალობა გახდეს საჭირო.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რათა დაგეგმილ იქნას სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმა.