ესთეტიკური მედიცინა - ენმედიცი

კლინიკა ენმედიცის ესთეტიკური მედიცინის მიმართულება აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის სიჯანსაღეზე, ბზინვარებასა და ბუნებრივ სილამაზეზე.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ესთეტიკურ მომსახურებებს:
ბოტოქსი – მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად;
ფილერები – მოცულობის აღსადგენად და სახის კონტურების გასაუმჯობესებლად;
პლაზმათერაპია – კანის ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულაციისთვის;
ბუსტერები – ღრმა დატენიანებისა და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად;
ბიორევიტალიზაცია – ჰიალურონის მჟავის მეშვეობით კანის ღრმა დატენიანება და გაახალგაზრდავება;
მეზოთერაპია – კანის ტონის, სტრუქტურისა და ელასტიურობის გასაუმჯობესებლად;
ძაფები – ინდივიდუალურად შერჩეული, სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილი მოვლის პროცედურები.
ყოველი პროცედურა ტარდება ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რაც საშუალებას გვაძლევს მკურნალობა მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენი კანის საჭიროებებს.
ენმედიციაში გვჯერა, რომ ბუნებრივი სილამაზე იწყება ჯანმრთელი კანისგან – სწორედ ამას გთავაზობთ ჩვენ.