გულის დაავადებების სიმპტომები და როდის უნდა მიმართოთ კარდიოლოგს
.jpg&w=3840&q=75)
კარდიოლოგია კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეისწავლის. იგი ამ ფუნდამენტური სისტემის დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს და განვითარების მექანიზმებს ასახავს.
დღესდღეობით გულისა და სისხლძარღვების დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ კარდიოლოგის როლი თანამედროვე მედიცინაში ძალზედ მნიშვნელოვანია. გულის დაავადებების მკურნალობა კომპლექსური პროცესია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია კარდიოლოგთან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის:
დისკომფორტი და ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ გულ-მკერდის არეში მუდმივ დისკომფორტს გრძნობთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას თან ახლავს შეკუმშვის ან წნევის მსგავსი შეგრძნება, ეს შესაძლოა სტენოკარდია ან გულზე შეტევის პირველადი ნიშანი იყოს.
ჰაერის უკმარისობა: აუხსნელი ქოშინი, განსაკუთრებით მსუბუქი აქტივობების დროს, შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე. კარდიოლოგი ამ შემთხვევაში გულისთვის საჭირო შეფასებას მოახდენს.
ფეხების შეშუპება: ფეხებისა და ტერფების არეში შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს გულის პრობლემებზე, რადგან დასუსტებული გული სისხლის ეფექტურად გადატუმბვას ვერ ახერხებს.
მაღალი წნევა: მუდმივად მაღალი არტერიული წნევა გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკს ზრდის. კარდიოლოგი დაგეხმარებათ ჰიპერტენზიის მართვასა და მკურნალობაში, რაც გულის დაავადებების მკურნალობისათვის აუცილებელია.
სწრაფი ან ნელი გულისცემა: შენელებული (ბრადიკარდია) ან მომატებული გულისცემა (ტაქიკარდია) არითმიის ნიშნებია. არითმია სისხლის გადატუმბვის უნარს ასუსტებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გულის უკმარისობას გამოიწვევს. დროული დიაგნოსტიკა და ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია.
კლინიკა ენმედიცი გთავაზობთ:
კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელ გამოკვლევებს, რომლებიც მოიცავს:
კარდიოლოგის კონსულტაცია
ელექტროკარდიოგრაფია (12 სტანდარტული განხრით): ეს მეთოდი გულის მიოკარდის ფუნქციის შესწავლას ემსახურება და შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორიცაა არითმია და გამტარებლობის დარღვევები.
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა: გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გულის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების დაფიქსირება.
24-სთ-ის ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერის მეთოდით): ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვკვეთოთ პოტენციური არითმოგენული ჩივილები და გულის ორგანული პათოლოგიები.
ყველა აღნიშნული კვლევა ჩვენს სამედიცინო ცენტრში საშუალებას იძლევა ზუსტად და დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.