საქველმოქმედო აქცია კასპის რაიონში

კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტის „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“

13 ივლისს ,,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო’’- სთან შეთანხმებით, კლინიკამ 89-ე საქველმოქმედო აქცია, კასპის რაიონის ამბულატორიაში განახორციელა. გაისინჯა  200 მეტი მაცხოვრებელი.

პაციენტებს დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულებს  გლუკომეტრები.

საქველმოქმედო პროექტს კლინიკა 2013 წლიდან ანხორციელდებს,  მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით , განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა ,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.


დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 27 000 - ზე მეტადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა..

 კლინიკა ,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.