კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრი

კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შეიძინა. აღნიშნული ცენტრის შექმნის მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს ხარისხიანი და ბიუჯეტური სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად. ცენტრის უპირატესობებზე უფრო ვრცლად კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმ-რეაბილიტოლოგი და თერაპევტი ზურაბ მიქელაძე გვესაუბრა.

 

როგორია კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის ისტორია?
თავდაპირველად, კლინიკა „ენმედიცის“ ფილიალში, ულტრათანამედროვე აპარატურებით აღჭურვილი რეაბილიტაციის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმში 2021 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უმოკლეს დროში დიდი წარმატება მოიპოვა საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის
შედეგების მიმართულებით. აღნიშნული ცენტრი დღესაც ფუნქციონირებს და რეგიონის მოსახლეობას ეხმარება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო რეაბილიტაცია რეგიონიდან
გაუსვლელად და ხელმისაწვდომ ფასად. ბათუმის ფილიალში მიღებული წარმატებების
შემდეგ კი გადაწყდა, დედაქალაქში გაკეთებულიყო სამკურნალო რეაბილიტაციის
ცენტრი. ვინაიდან ჯანდაცვა და სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებს აღნიშნულ მომსახურებას, ჩვენი მიზანი იყო, სამკურნალო რეაბილიტაცია მაქსიმალურად ხარისხიანი და
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

რა პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?
სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს პოსტოპერაციული,
პოსტტრავმატული, ორთოპედიული, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემისა და ხერხემლის
პათოლოგიების (თიაქარი, პროტრუზია) მკურნალობასა და რეაბილიტაციიას. კლინიკაში ფუნქციონირებს ლაბორატორია. აგრეთვე ჩვენთან შესაძლებელია პაციენტებმა ჩაიტარონ ინსტრუმენტალურ- სადიაგნოსტიკო კვლევა ულტრათანამედროვე აპარატურით, ესენია: ექოსკოპია, ციფრული რენტგენი, რენტგენული დენსიტომეტრია, კარდიოლოგიური კვლევები, კარდიოექოსკოპია, კარდიოლოგიური სტრეს-ტესტი. კლინიკაში ფუნქციონირებს სამკურნალო
ფიზიოთერაპიის კაბინეტები, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, ესენია:
მაგნიტოთერაპიის, ლაზეროთერაპიის, TECAR თერაპიის, დარტყმით ტალღოვანი თერაპიის,
ულტრაბგერითი თერაპიის, ელექტროთერაპიის, მექანოთერაპიის აპარატურით. აღნიშნული აპარატები შეუდარებელია ხერხემლის თიაქარის, პროტრუზიის, სახსრების, მყესების, კუნთების პათოლოგიების სამკურნალოდ. გარდა ამისა, კლინიკაში ფუნქციონირებს სამკურნალო ვარჯიშის დარბაზი სხვადასხვა ტრენაჟორით და სამკურნალო გამაჯანსაღებელი მასაჟის კაბინეტი.

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს აღნიშნულ ცენტრს ბაზარზე?
აღნიშნულ ცენტრს ბაზარზე გამოარჩევს  რამდენიმე ფაქტორი: ბიუჯეტური სამედიცინო
მომსახურება, პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტაფი (ნევროლოგი,
კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, რეაბილიტოლოგი, თერაპევტი), ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, უმაღლესი ხარისხი და, რაც მთავარია, პაციენტს
შეუძლია კლინიკიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში მიიღოს უმაღლესი ხარისხის სრული
სამედიცინო მომსახურება.

სამომავლო გეგმები
გვინდა ძალიან ახლო მომავალში კლინიკის ბაზაზე შევქმნათ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის  დეპარტამენტი, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ტერფისა და
ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.