საქველმოქმედო აქცია შუახევის მოსახლეობისთვის
8 ივნისს, საქველმოქმედო პროექტი"ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ" ფარგლებში,
ბათუმის კლინიკა ენმედიციმ, შუახევის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა.
შუახევის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაეტარებინა სხვადასხვა ექიმებთან (პედიატრი; თერაპევტი; ოფთალმოლოგი;ოტორინოლარინგოლოგი; დერმატოლოგი; ენდოკრინოლოგი; კარდიოლოგი; ექოსკოპია; შაქრის განსაზღვრა სისხლში; კარდიოგრაფია; ტანდეგობის და რღვევების განსაზღვრა)
პაციენტებს დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულებს გლუკომეტრები.
დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26000 - ზემეტადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა..
კლინიკა,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.