საქველმოქმედო აქცია მცხეთაში

20 მარტს კლინიკა „ენმედიცი“-მ   საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში"ქალთა კვირეულის ფარგლებში უფასო სამედიცინო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

წამყვანი კლინიკების პროფესიონალმა და მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა, ქალბატონებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს.

კლინიკა "ენმედიცი" ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს მსგავსი ტიპის აქციებში, რათა მოსახლეობას  ჰქონდეს, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და დროული, ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა.