27 თებერვალს, ბათუმის კლინიკა „ენმედიცი“-ში კონსულტაციები და კვლევები თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა ჩაატარეს.

27 თებერვალს, ბათუმის კლინიკა „ენმედიცი“-ში კონსულტაციები და კვლევები თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა ჩაატარეს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტები მიიღეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ონკოლოგმა, ქირურგმა - ლევან რამიშვილმა. ასევე მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა - ნონა ჭანტურიამ.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მქონე პაციენტებისთვის რადიოლოგმა ნინო ბუთბაიამ წვრილნემსიანი, უმტკივნეულო, ასპირაციული ბიოფსიები ჩაატარა. პარალელურად დოქტორი, ციტოლოგი ეკა ბარაბაძის მიერ, ადგილზევე განხორციელდა ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევები.

➡️ შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა "ენმედიცი"-ში ყოველთვიურად იმართება მსგავსი ტიპის ვიზიტები, სადაც ჩართულები არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები.