სისტემური წითელი მგლურა 

არის შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების აუტოიმუნური სისტემური დაავადება,

რომელსაც ახასითებს ანტისხეულების განვითარება საკუთარი უჯრედების მიმართ, რის შემდეგც ვითარდება მრავალი ორგანოს და სისტემის ანთება.

ამ დაავადების დროს ზიანდება კანი და ლორწოვანი გარსი, ვითარდება:

✔️ ერითემატოზული ლაქები, კანის აქერცვლა და ატროფია განსაკუთრებით ცხვირის და ყვრიმალების არეში ე. წ „პეპელა“

✔️ ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი- ჩნდება სისხლჩაქცევები და ეროზიები.

✔️შესაძლოა კანზე გაჩნდეს ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი ან სისხლჩაქცევები.

✔️ხშირია კანის სიმშრალე, თმის ცვენა.

✔️ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება:ინტენსიური ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში, დილის შებოჭილობა, ყველაზე ხშირად ზიანდება ხელის თითები, ფეხის თითები, მუხლის სახსრები.

✔️კუნთების დაზიანება ვლინდება კუნთების ტკივილით, კუნთოვანი სისუსტით.

✔️სასუნთქი სისტემის დაზიანება: მშრალი ან სველი პლევრიტი, ტკივილი გულმკერდში, ქოშინი.

✔️გროვდება სითხე პლევრის ღრუში. ხშირად ვითარდება მგლურასმიერი პნევმონიტი, რომელიც ხასაითდება ქოშინით, მშრალი ხველით.

✔️გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება- შეიძლება განვითარდეს გულის ყველა გარსის ანთება(პანკარდიტი), ✔️ხშირად ვითარდება პერიკარდიტი, დაავადების მაღალი

აქტივობის დროს ვითარდება დიფუზური მიოკარდიტი. ენდოკარდიუმის დაზიანების დროს ზიანდება სარქველები.

✔️კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაზიანება- აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება ვლინდება ეროზიებით, წყლულით.

✔️ღვიძის დაზიანება ვლინდება მგლურასმიერი ჰეპატიტის კლინიკით.

✔️თირკმელების დაზიანება- ვითრდება ე.წ „ ლუპუს ნეფრიტი“ რომელიც ვლინდება სწრაფად პროგრესირებადი ნეფრიტით(თირკმელების ანთება) ახასითებს ნეფროზული

სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, სწრაფად განვითარებული თირკმლის უკმარისობა.

✔️ნერვული სისტემის დაზიანება- ვლინდება თავის ტკივილით, მონო და პოლინეიროპათიით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კრუნჩხვა და

ფსიქიური დარღვევევბი.

მგლურა შესაძლოა მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად.

მწვავე მიმდინარეობის დროს დაავადება იწყება უეცრად, ტემპერატურის მომატებით, სახსრების ანთებით და ტკივილით, ვითარდება კანის ცვლილება, თირკმელების

დაზიანება. ნერვული სისტემის მხრივ გამოხატული დარღვევებით. დაავადების ხანგრძლივობა 1-2 წელია.

ქვემწვავე მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია საფეხურებრივი განვითარება, ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურა, კანის ცვლილებები. პროცესის აქტიურობა მინიმალურია, რემისია გახანგრძლივებული. ამავე დროს პროცესი თანდათან

გენერალიზდება, ვითარდება მრავალრიცხოვანი ორგანოების და სისტემების დაზიანება.

ქრონიკული მიმდინარეობის დროს ვლინდება ერთი ან მცირე სინდრომული მიმდინარეობა მრავალი წლის განმავლობაში. ზოგადი მდგომარეობა დიდხანს რჩება

დამაკმაყოფილებელი, ვითრდება კანის ცვლილებები, სახსროვანი სინდრომი, პროცესი ნელა პროგრესირებს, მოგვიანებით ზიანდება ორგანოები და სისტემები.

მგლურას დროს ტარდება ანალიზები, მათ შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანტი ds –DNA და ANA განსაზღვრას სხვა კვლევებთან ერთად.

კლინიკა "ენმედიცი"-ს რევმატოლოგები დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.