სისტემური ვ ა ს კ უ ლ ი ტ ი

 ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც:
ზიანდება სისხლძარღვები,
ვითარდება სისხლძარღვის კედლის ანთება და ნეკროზი, რაც იწვევს სისხლძარღვის ოკლუზიას(ჩაკეტვას) და იმ ორგანოების და ქსოვილების იშემიას (ინფარქტს და ნეკროზს), რომლის სისხლძარღვებიც არის დაზიანებული.

კლინიკა "ენმედიცი"-ში რ ე ვ მ ა ტ ო ლ ო გ ი ს დახმარებით, ტარდება ყველა ის კვლევა, რომელიც აუცილებელია ვასკულიტის დიაგნოსტიკისთვის.
მათ შორის 

 ანტი ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ANCA pr3 mpo

 არსებობს ვასკულიტის ბევრი ფორმა, მან შეიძლება დააზიანოს მხოლოდ 1 ორგანო ან გამოიწვიოს ბევრი ორგანოს დაზიანება.
 არის მწვავე და ქრონიკული ვასკულიტები.

 ვასკულიტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში, მომატებული რისკ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი დაავადების მქონე პირები:
ინფექციები, მათ შორის B და C ჰეპატიტი ;
სისხლის სიმსივნეები;
რევმატოიდული ართრიტით,
სისტემური წითელი მგლურა,
სკლეროდერმიით დაავადებული პირები;
თამბაქოს მოხმარება.

სიმპტომებია:
თავის ტკივილი,
ტემპერატურის მომატება,
დაღლილობა,
წონაში დაკლება,
სხეულის სხვადსხვა ნაწილების ტკივილი,
ღამის ოფლიანობა,
გამონაყარი სხეულზე,

 ნერვული სისტემის პრობლემები: მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე, კიდურში პულსის გაქრობა.
ვასკულიტის შეიძლება გამოვლიდეს მხოლოდ კანზე მსუბუქი გამონაყარით ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებით როგორიცაა ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები.

ვასკულიტის გართულებას წარმოადგენს თრომბების და ანევრიზმის ჩამოყალიბება, მხედველობის დაქვეთება ან სიბრმავე, სიცოცლისთვის საშიში ინფექციების განვითარება: მაგ: პნევმონია და სეფსისი.

ვასკულიტის ზოგიერთი ფორმა სწრაფად მწვავდება და აუცილებელია მისი დროული დიაგნოსტიკა!

ვასკულიტი მძიმედ მიმდინარეობს დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.