ვაკანსია _ ეპიდემიოლოგი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ეპიდემიოლოგის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის პროცესის კოორდინირება ქსელში;
- ინფექციის კონტროლის ტრეინინგების კოორდინირება და მონაწილეობის მიღება;
- ეპიდზედამხედველობის პრინციპების შემუშავება და კოორდინირება;
- სანიტარული დამუშავების პრინციპების შემუშავება და კოორდინირება;
- ინფექციის კონტროლის საზომების მიხედვით ინფორმაციის თავმოყრა და სისტემაში მოყვანა;
- ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სისტემაში მოყვანა;
- ანტიბიოტიკოთერაპიის და ინფექციის პრევენციის თანამედროვე პრინციპების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო სფეროში (ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი ეპიდემიოლოგიური გამოცდილებით, ინფექციონისტი);
- ამ მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- სავალდებულოა ჰოსპიტალში აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ანტიბიოტიკოთერაპიის მართვის გამოცდილება;
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@enmedic.com არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. N9 (მეტრო 300 არაგველების მიმდებარედ)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00 -დან 15:00-მდე
- ანაზღაურება: 1500 ლარი (გროსი)