ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი

 

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 25 -დან  70 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ ქალებს, მათ შორის დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

 

სკრინინგის პროგრამა უზრუნველყოფს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
  • ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში;
  • ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;

კვანძოვანი პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში განმეორებითი სკრინინგი ტარდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კვანძოვანი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში სკრინინგ პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი - 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.

 

ფარისებრი ჯირკვლის  კიბოს გამოვლენის სკრინინგ პროგრამა, თბილისის მერიის მიერ   გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, საშუალებას  იძლევა თბილისში რეგისტრირებულ, რისკის მქონე ქალებში  დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე მოხდეს და დროულად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკა.

პროგრამა ხორციელდება კლინიკა "ენმედიცი"-ს ვაკის ფილიალში