დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

 

პროგრამის მიზანია, შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
 

პროგრამა მოიცავს:

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • დიეტოლოგის კონსულტაციას
  • ანგიოლოგის კონსულტაციას
  • ნევროპათოლოგის კონსულტაციას
  • ოფთალმოლოგის კონსულტაციას
  • კარდიოლოგის კონსულტაციას
  • გლუკოზის განსაზღვრას სისხლში (8-ჯერ)
  • კრეატინინის განსაზღვრას სისხლში
  • მიკროალბუმინურიის განსაზღვრას
  • სისხლის საერთო ანალიზსა და შარდის საერთო ანალიზს
  • ზიმნიცკის სინჯს
  • C-პეპტიდს
  • HOMA-2-ის ინდექსის განსაზღვრას
  • ელექტროკარდიოგრამას
     

პროგრამა აღნიშნულ მომსახურებებს აფინანსებს 240 ლარით, რაც გულისხმობს ინსულინმომხმარებელი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის ეპიზოდის 70%-ით დაფინანსებას, ხოლო არაინსულინმომხმარებელი პაციენტების მკურნალობის ეპიზოდის 50%-ით დაფინანსებას. სახელმწიფოს 218-ე დადგენილებით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის კი პროგრამა ფარავს სრულ ღირებულებას. 
 

გადადგი "ნაბიჯი ნჯანმრთელობისკლენ" - ერთად ვმართოდ დიაბეტი