კატეგორიები
- ნუტრიციოლოგია
- კოაგულოგრამა
- კარდიორევმატოიდული პანელი
- ფარისებრი ჯირკვალი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბიოქიმია
- ოსტეოპოროზიის პანელი
- ჰიპოფიზი
- სასქესო ჰორმონები
- თირკმელზედა ჯირკვალი
- იმუნოლოგია
- სეროლოგია
- უროგენიტალური ინფექციები
- ალერგოლოგია
- აუტოიმუნური დაავადებები
- ონკომარკერები
- მორფოლოგია / ჰისტოლოგია
- სპეციფიური შეღებვები
- ციტოლოგია
- ბაქტერიოლოგია
- გენეტიკური კვლევები
- კლინიკური ლაბორატორია
IM.2. საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი 221 პროდუქტზე
სრული ავტომატური ანალიზატორი Genarrayt Food lgG
ინტოლერანტობა საკვების მიმართ ასოცირებულია უსიამოვნო სიმპტომებისა და ქრონიკული მდგომარეობების ფართო სპექტრთან. ხშირად რთულია მისი გამიჯვნა კვებითი ალერგიისაგან. სტატისტიკურად მოსახლეობის 2%–ზე ნაკლებს აწუხებს კვებითი ალერგია, მაშინ როცა მოსახლეობის დაახლოებით 45% უვლინდება ინტოლერანტობის რომელიმე ფორმა.
ალერგიისაგან გასხვავებით, საკვებისადმი ინტოლერანტობა სიცოცხლისათვის საშიში არ არის, თუმცა მნიშვნლოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ინტოლერანტობის სიმპტომები ხშირად რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ვლინდება, რის გამოც საკმაოდ რთულია გამომწვევი პროდუქტის გამოვლენა.
საკვებისადმი ინტოლერანტობა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: ქრონიკული დაღლილობა, სიმსუქნე, შეშუპება, ოფლიანობა, შებერილობა საკვების მიღების შემდეგ, ფაღარათი, შეკრულობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გამონაყარი კანზე, დაუდგენელი წარმოშობის დერმატიტი, თავის ტკივილი, შაკიკი, აგზნებადობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, ართრიტი, კუნთების ტკივილი, ასთმა, ცელიაკია, გასტრიტი, ბრონქიტი, მალაბსორბცია. აღნიშნული სიმპტომები ხშირად წლობით გრძელდება. ამასთან, პაციენტების გადმოცემით ექიმთან ვიზიტი სასურველ შედეგს არ იძლევა და აღნიშნული სიმპტომები უყურადღებოდ რჩება.
IგG დონის განსაზღვრა 221 საკვები პროდუქტისადმი არის საკვების მიმართ ინტოლერანტობის დიაგნოსტირების ლაბორატორიული საფუძველი, რომელიც სიმპტომებთან ერთად კლინიცისტ ექიმს, დიეტოლოგსა თუ ნუტრიციოლოგს აძლევს საშუალებას დასვას სწორი დიაგნოზი. ტესტის შედეგად გამოვლენილი ანტისხეულების ტიტრი, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი,ზომიერად მომატებული ან ნორმალური კონკრეტული საკვების მიმართ, ეხმარება ექიმ-დიეტოლოგს შესწორება შეიტანოს პაციენტის კვების რაციონში. მარტივი ქმედება – პრობლემური საკვები პროდუქტის რაციონიდან მინიმუმ 3 თვით ამოღების სახით – იწვევს ინტოლერანტობის სიმპტომების სრულ ალაგებას ან შემცირებას. შემდეგ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება კვების რაციონში, თანდათანობით მზარდი დოზებით. პაციენტის კვებით რაციონში ცვლილებები უნდა მოხდეს დიეტოლოგთან ან ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, აუცილებლად, მისი პირადი მეთვალყურეობით.