BL1.2. ფეტალური ჰემოგლობინი (HbF)

BL1.2. ფეტალური ჰემოგლობინი (HbF)

 

ფეტალური ჰემოგლობინი წარმოადგენს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში ჰემოგლობინის მნიშვნელოვან კომპონენტს. 6 თვის ნაყოფში HbF შეადგენს საერთო ჰემოგლობინის 90 %-ს. შემდეგ იგი იწყებს შემცირებას და დაბადების მომენტისათვის ქვეითდება 70 %-მდე. შემდგომ პერიოდში მისი რაოდენობა სწრაფად მცირდება (3 %-ით კვირაში) და 2-3 წლის ასაკისთვის საერთო ჰემოგლობნის მხოლოდ 1,5-2 %-ს შეადგენს.  

ფეტალური ჰემოგლობინის განსაზღვრა წარმოადგენს დამატებით გამოკვლევას სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის (ანემიის) შეფასებისთვის. HbF-ის დონის მატება აღინიშნება აპლაზიური ანემიების, ჰემობლასტოზების, კერძოდ, ლეიკოზის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფეტალური ჰემოგლობინის დონე მატულობს ფიზიოლოგიურ პირობებშიც ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) ფონზე (მაგ. მაღალ მთაზე ასვლისას), რაც აიხსნება კომპენსატორული მექანიზმებით - ჰემოგლობინის სხვა ფრაქციების წარმოქმნას ჭირდება 72 საათი, ხოლო ფეტალურისას - მხოლოდ 24 საათი. 

სერიული ანალიზი: 15 ₾ | ექსპრეს ანალიზი: 21 ₾
ლაბორანტის გამოძახება