IM.4.1.1. ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (Anti-Tg)- SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

IM.4.1.1. ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (Anti-Tg)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP 

 

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ - ეს არის ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წინამორბედის მიმართ. ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენაში, როგორიც არის ჰაშიმოტოს დაავადება, ატროფიული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი.


განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული მნიშვნელობა: 0 - 60.0 iu/ml

მასალა კვლევისათვის: სისხლის შრატი 

შენახვის პირობები: < 72 სთ,  2 - 8ºС ტემპერატურაზე
                                      30 დღე   -20 ºС ტემპერატურა

მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში, 2-8 ºС ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

პაციენტის მომზადება: ანალიზის აღება უნდა მოხდეს დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში, გამოკვლევის წინ გამოირიცხოს ცხიმიანი საკვების მიღება.

ინტერფერენცია: არ გამოვლენილა

ინტერპრეტაცია: ↑ ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება, იდიოპათიური მიქსედემა, პერნიციოზული ანემია, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე.

სერიული ანალიზი: 35 ₾ | ექსპრეს ანალიზი: 35 ₾
ლაბორანტის გამოძახება