კატეგორიები
- ნუტრიციოლოგია
- კოაგულოგრამა
- კარდიორევმატოიდული პანელი
- ფარისებრი ჯირკვალი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბიოქიმია
- ოსტეოპოროზიის პანელი
- ჰიპოფიზი
- სასქესო ჰორმონები
- თირკმელზედა ჯირკვალი
- იმუნოლოგია
- სეროლოგია
- უროგენიტალური ინფექციები
- ალერგოლოგია
- აუტოიმუნური დაავადებები
- ონკომარკერები
- მორფოლოგია / ჰისტოლოგია
- სპეციფიური შეღებვები
- ციტოლოგია
- ბაქტერიოლოგია
- გენეტიკური კვლევები
- კლინიკური ლაბორატორია
HR.3.8. მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH)
SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
ლუთეოტროპინი - ჰიპოფიზის წინა წილის პეპტიდური ბუნების ჰორმონია. ქალებში მალუთეინიზირებელი ჰორმონის სამიზნე არის საკვერცხის გარსის უჯრედები, ინტერსტიციული ქსოვილი და ყვითელი სხეული. იგი ასტიმულირებს: ანდროგენების სინთეზს ფოლიკულების თექა უჯრედებში, ოვულაციას, პროგესტერონისა და პროსტაგლანდინების სინთეზს გრანულოზურ უჯრედებში, ფოლიკულის გრანულოზური უჯრედების ლუთეინიზაციის პროცესს და ყვითელი სხეულის ფორმირებას. კაცებში ასტიმულირებს ლეიდიგის უჯრედებში ტესტოსტერონის სინთეზს.
განსაზღვრი მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური
ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე.
რეფერენსული მნიშვნელობა: კაცები: 0 - 12 წლამდე <5.0 mIU/mL
13 - 70 წლამდე 1.5 -9.3 mIU/mL
71 - 99 წლამდე 3.1 - 34,6 mIU/mL
ქალები: 13 - 50 წლამდე ფოლიკულური ფაზა - 1.9-12.5 mIU/mL
13 - 50 წლამდე ოვულატორული პიკი - 8.7-76.3 mIU/mL
13 - 50 წლამდე ლუთეინური ფაზა - 0.5-16.9 mIU/mL
51 - 99 წლამდე პოსტმენოპაუზა - 15.9-54.0 mIU/mL
ორსულები - < 1.5 mIU/mL
ბავშვები: 0 - 12 წლამდე <5.0 mIU/mL
მასალა კვლევისათვის: სისხლის შრატი - 1მლ
შენახვის პირობები: < 24 სთ, 15-25 ºС ტემპერატურაზე
< 7 დღე, 2-8 ºС ტემპერატურაზე
< 12 თვე, -20 ºС ტემპერატურაზე
მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 3 სთ-ის განმავლობაში, 2-8º C ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზ.დატვირთვა, სტრესი.
ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის 5-7 დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისასსასურველია ჰორმონის რამოდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზებში.
ინტერფერენცია: ↑ ანტიკონვულსიური პრეპარატები, კლომიფენი, ნალოქსონი, სპირონოლაქტონი, ესტროგენების მცირე დოზები. ↓ დიგოქსინი, გონადოლიბერინის ანალოგები, მეგესტროლი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენოთიაზინი, პროგესტერონი, ესტროგენების დიდი დოზები.
ინტერპრეტაცია: ↑ სასქესო ჯირკვლების პირველადი დისფუნქცია, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, პოსტმენოპაუზა, ჰიპოფიზის ადენომა (იშვიათად). ↓ ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის მოქმედების დარღვევა, გონადოტროპული იზოლირებული დეფიციტი, ნერვული ანორექსია, მძიმე სტრესი, სქესობრივი განვითარების შეფერხების სინდრომი.