კატეგორიები
- ნუტრიციოლოგია
- კოაგულოგრამა
- კარდიორევმატოიდული პანელი
- ფარისებრი ჯირკვალი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბიოქიმია
- ოსტეოპოროზიის პანელი
- ჰიპოფიზი
- სასქესო ჰორმონები
- თირკმელზედა ჯირკვალი
- იმუნოლოგია
- სეროლოგია
- უროგენიტალური ინფექციები
- ალერგოლოგია
- აუტოიმუნური დაავადებები
- ონკომარკერები
- მორფოლოგია / ჰისტოლოგია
- სპეციფიური შეღებვები
- ციტოლოგია
- ბაქტერიოლოგია
- გენეტიკური კვლევები
- კლინიკური ლაბორატორია
HR.3.4. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH)
SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) პეპტიდური შენების ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ. ქალებში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ასტიმულირებს ესტრადიოლის სინთეზს გრანულოზური უჯრედების მიერ, აკონტროლებს ფოლიკულების განვითარებასა და მომწიფებას ოვულაციამდე. მამაკაცებში მოქმედებს სათესლე სადინრების განვითარებასა და ფუნქციონირებაზე, სერტოლის უჯრედებში - სპერმატოგენეზზე.
განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური
ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე.
რეფერენსული მნიშვნელობა: ქალები: 13 - 50 წლამდე ფოლიკულური ფაზის შუაში 2.5-10.2 mIU/mL
13 - 50 წლამდე ოვულატორული პიკი 3.4-33.4 mIU/mL
13 - 50 წლამდე ლუთეინური ფაზის შუაში 1.5-9.1 mIU/mL
51 - 99 წლამდე პოსტმენოპაუზა 23.0-116.3 mIU/mL
ორსულები < 0.3 mIU/mL
კაცები: 13 - 99 წლამდე 1.4 - 18.1 mIU/mL
ბავშვები: 0 - 12 წლამდე <5.0 mIU/mL
მასალა კვლევისათვის: სისხლის შრატი - 1მლ
შენახვის პირობები: < 24 სთ ,15-25ºC ტემპერატურაზე
< 7 დღე, 2-8 ºC ტემპერატურაზე
< 12 თვე, -20ºC ტემპერატურაზე
მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში, 2-8ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზ.დატვირთვა, თამბაქო. ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლი 5-7 დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამოდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზებში.
ინტერფერენცია: ↑ ციმეტიდინი, კლომიფენი, დიგიტალისი, ლევოდოფა. ↓ კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, მეგესტროლი, გონადოლიბერინის ანალოგები, ორალური კონტრაცეპტივები, ფენოთიაზინი.
ინტერპრეტაცია: ↑ მენოპაუზა, გონადების პირველადი ჰიპოფუნქცია, სასქესო ჯირკვლების განუვითარებლობა, კლაინფელტერის სინდრომი, კასტრაცია, ალკოჰოლიზმი, სემინომა, ორხიტი, ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის ადრეული ფაზა, ჰიპოფიზის გონადოტროპინ მასეკრეტირებელი სიმსივნეები. ↓ ჰიპოფიზის წინა წილის ჰიპოფუნქცია, ჰიპოთალამური დარღვევები, ორსულობა, ნევროგენული ანორექსია, ჰემოქრომატოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ჰიპერპროლაქტინემია.