HR.3.7. პროლაქტინი (Prolactin) - SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

HR.3.7. პროლაქტინი (Prolactin)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP 

 

პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, სეკრეტირდება ჰიპოფიზის წინა წილის ლაქტოტროპული  უჯრედების მიერ, ასევე, გამომუშავდება დეციდუალურ გარსსა და ენდომეტრიუმში. მისი ძირითადი როლია სარძევე  ჯირკვლის ზრდა და განვითარება, ლაქტაციის ინტენსიური სტიმულაცია. არაორსულ ქალებში პროლაქტინის  ნორმალური  დონე აუცილებელია საკვერცხეში ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სინთეზისათვის,  მაშინ როცა ჰორმონის მომატება თრგუნავს სტეროიდოგენეზს და ანოვულაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს (პროლაქტინი აინჰიბირებს FSH-დამოკიდებულ ოვარიალურ  არომატაზას, რაც იწვეწვს  ესტროგენების პროდუქციის შემცირებას და შესაბამისად საკვერცხის მიერ სინთეზირებულ ტესტოსტერონის  გაზრდას).ფიზიოლოგიურ  პირობებში  კაცებში  პროლაქტინი ზრდის ტესტოსტერონის დონეს, მაგრამ  ქრონიკული პროლაქტინემიისას მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციის შეცვლის შედეგად (კონცენტრაციის,რაოდენობისა და იმპულსის შემცირება) მცირდება ლეიდიგის უჯრედების მიერ ტესტოსტერონის  პროდუქცია. მეორეს მხრივ, თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ანდროგენების პროდუქცია (დიჰიდროეპიანდროსტერონი) პროლაქტინის დონის პირდაპირ  პროპორციულია.  ქალებში  აღინიშნება პროლაქტინის  დონის  მომატება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და შემცირება მენოპაუზისას. ჰორმონის სეკრეცია იმატებს დილით და კლებულობს საღამოს. პროლაქტინი სტრესული ჰორმონია, ანუ მისი დონე მატულობს მომატებული  დატვირთვისას, გადაღლისას, არასასურველ ფაქტორთა მოქმედებისას და ა.შ.

განსაზღვრის  მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი  სრულდება:  Advia  Centaur-ის  ანალიზატორზე.

რეფერენსული  მნიშვნელობა:   ქალები: 0 - 50 წლამდე  2.8 - 29.2 ng/ml

                                                      ქალები: 51 - 99 წლამდე  1.8 - 20.3 ng/ml

                                                      ორსულები: 9.7 - 208.5 ng/ml

                                                     კაცები: 2.1 - 17.7 ng/ml

შენახვის  პირობები:  < 24 სთ, 15-25  ºC  ტემპერატურაზე
                                        < 7 დღე,  2-8  ºC  ტემპერატურაზე
                                        < 12 თვე,  -20  ºC  ტემპერატურაზე

მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 2 სთ-ს განმავლობაში, 2-8ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

პაციენტის  მომზადებამასალის აღება ხდება გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს სითბური მოქმედება, ფიზიკური დატვირთვა, ემოციური  დაძაბულობა, ცხიმიანი საკვების მიღება.

ინტერფერენცია: ↑ ანტიჰისტამინური პრეპარატები, ფსიქოტროპული მედიკამენტები (ჰალოპერიდოლი, ლოკსაპინი, მოლინდონი), არგინინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენები, ლაბეტალოლი, მეტოკლოპრამიდი,  მაო-ს ინჰიბიტორები,  რეზერპინი,  ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვერაპამილი. ↓ კლონიდინი, დოპამინი,  ალკალოიდები,  ლევოდოფა.

ინტერპრეტაცია: ↑ ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებელი სიმსივნე (მაკროადენომა (პროლაქტინი ხშირად > 1000ნგ/მლ),  მიკროადენომა  (პროლაქტინი > 150 ნგ/მლ)), ამენორია, გალაქტორია, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარული  დაავადებები, პირველადი ჰიპოთორეოზი, პოლიკისტოზური  საკვერცხის  სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა,  გადაღლა,  ფსიქოტრამვა,  ნევროგენული ანორექსია.  ↓  ჰიპოპიტუიტარიზმი,  ჰიპოფიზის აპოპლექსია  (შიხანის სინდრომი),  ჰიპერგლიკემია.

სერიული ანალიზი: 31 ₾ | ექსპრეს ანალიზი: 31 ₾
ლაბორანტის გამოძახება