BL.6. CBC სისხლის საერთო ანალიზი

BL.6. CBC სისხლის საერთო ანალიზი

SIEMENS-ის ფირმის სრული ავტომატური ანალიზატორი – Advia 2120 

 

სისხლის საერთო ანალიზი (CBC/DIF) წარმოადგენს მნიშვნელოვან და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ლაბორატორიულ კვლევას. სისხლის საერთო ანალიზი ასახავს სისხლწარმოქმნის მთელი სისტემის საერთო მდგომარეობას. სისხლის სურათის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი საშუალებას იძლევა საერთო მონახაზში შეფასდეს სისხლის ძირითადი ფუნქციები, ორგანიზმში არსებული პათოლოგიური პროცესის არსებობა და აქტივობა. სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს: ჰემოგლობინი (HGB), ჰემატოკრიტი (HCT), ერითროციტები (RBC), ერითროციტის საშუალო მოცულობა (MCV),  ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH), ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია (MCHC), ლეიკოციტები (WBC), ნეიტროფილები (NEUT), ეოზინოფილები (EOS), ბაზოფილები (BASO), ლიმფოციტები (LYM), მონოციტები (MONO), თრომბოციტები (PLT), რეტიკულოციტები,  ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს).

მასალა გამოკვლევისათვის: 1 მლ  სისხლი.

ანალიზი სრულდება: Advia 2120 Hematology system (Simens). 
შენახვის პირობები:  < 24 სთ 2-8ºC ტემპერატურისას.
მასალის აღება ხორციელდება პლასტიკურ სინჯარაში EDTA-თი. სინჯარა აუცილებლად უნდა შეივსოს ნიშნულამდე, დაუყოვნებლივ შეინჯღრეს.

პაციენტის მომზადება:  მასალის აღებას აწარმოებენ დილით, უზმოდ.

სერიული ანალიზი: 20 ₾ | ექსპრეს ანალიზი: 20 ₾
ლაბორანტის გამოძახება