კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

ბოლო სიახლები
გამოქვეყნებულია     2017-01-12
-40%   წინასაახალწლო აქცია კლინიკა ენმედიცის ვაკის ფილიალში!   2017 წლის 5 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით კლინიკა ენმედიცის ვაკის ფილიალში განხორ...
გამოქვეყნებულია     2017-11-08
კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს პროექტს „ენმედიცი“ - დიაბეტის წინააღმდეგ!“ და დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას თავაზობს ერთკვირიან ...
გამოქვეყნებულია     2017-09-18
2017 წლის 18 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით კლინიკა ,,ენმედიცი“-ს ვაკის ფილიალში განხორციელდება საშემოდგომო აქცია რომლის ფარგლებშიც იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება შემდე...
გამოქვეყნებულია     2017-08-10
უპრეცედენტო შანსი ჩვენი კლინიკისგან!  კლინიკა "ენმედიცი"-ს სექტემბრის ბოლოს მორიგი ვიზიტით ეწვევა ლონდონის King’s College Hospital-ის, ღვიძლის ტრანსპლანტა...
ფიზიოთერაპიული კაბინეტი ენმედიცის ვაკის ფილიალში - 2017-07-27

ფიზიოთერაპია ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ფიზიკური ფაქტორების თერაპიულ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. 
ტერმინი „ფიზიოთერაპია“ ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვა-სიტყვით „ბუნებით მკურნალობას“ ნიშნავს: phýsis (ბუნება) + therapéia (მკურნალობა).
ფიზიოთერაპიის მეთოდების მაგალითებია: მზის, ჰაერის აბაზანები, წყლით ზემოქმედება, სითბოთი ან სიცივით ზემოქმედება, ელექტრული და ელექტრომაგნიტური მოვლენები, წნევით ზემოქმედება, მექანიკური ზემოქმედება (მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, კოტოშები), კომპრესები, ლაზერი და ა.შ.
ეს არის მედიცინის ყველაზე უსაფრთხო და გავრცელებული მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია ათასწლეულების გამოცდილებაზე და იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში.
ფიზიოთერაპია გულისხმობს ადამიანის ორგანიზმზე ბუნებრივ, კომფორტულ ზემოქმედებას, რომელიც დღეს თანამედროვე, უსფრთხო ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ხორციელდება.
ფიზიოთერაპიის მეთოდები დამყარებულია ისეთი ფიზიკური მოვლენების გამოყენებაზე, როგორიცაა: დაბალი ძაბვის მუდმივი ან ცვლადი, იმპულსური, მაღალი სიხშირის დენი; ელექტრული და მაგნიტური ველი; ზემაღალი სიხშირის, ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ველები; სხვადასხვა დიაპაზონის ელექტრომაგნიტური რხევები (ინფრაწითელი, ხილული, ულტრაიისფერი, მონოქრომატული; კოჰერენტული ანუ ლაზერული სხივები; მექანიკური რხევები (ვიბროთერაპია და ულტრაბგერითი თერაპია); წყლით, სითბო/სიცივით მკურნალობა, აეროთერაპია და სხვა.
დღეს მთელ მსოფლიოში ამ უძველესი დარგის ხელახალი აღორძინება იწყება. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სამედეცინო საზოგადოებაში, ისე ფართო წრეებში. მას პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ იწვევს შეჩვევას ალერგიას, ტოქსიურ რეაქციებს. სამკურნალო მოქმედება დამყარებულია ძირითადად ორგანიზმის საკუთარი რესურსების აღდგენის გზით. სულ უფრო ხშირად ცნობილი მსახიობები და სპორტსმენები სწორედ ფიზიოთერაპიულ მკურნალობასა და პროფილაქტიკას მიმართავენ. ხშირად სხვადასხვა ღონისძიებების დროს გაშლილ წითელ ხალიჩაზე პოზირებისას ზურგმოხსნილი კაბების ქვეშ კოტოშების კვალიც კი შეიძლება შენიშნოთ.
კლინიკა ენმედიცის ფიზიოთერაპიის კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით . ჩვენი ექიმი-ფიზიოთერაპევტი შეგირჩევთ ოპტიმალურ მკურნალობას ნებისმიერი დაავადების დროს, მისი ფორმის, სტადიის, გართულებების, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, ასაკისა და სქესის შესაბამისად. პროცედურები წარმოებს გერმანული წარმოების უახლესი აპარატით „IONOSON-Expert“.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

  • გალვანიზაცია და ელექტროფორეზი
  • ამპლიპულსი
  • ელექტრომიოსტიმულაცია
  • ლაზერომაგნიტური თერაპია
  • დარსონვალიზაცია
  • ულტრაბგერა და ფონოფორეზი
  • მაგნიტოთერაპია


                Developed by
                MRG web studio