სერიული ანალიზის ფასი: 39 GEL |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 47 GEL
ქორეოგონინის ბეტა ფრაქცია (Beta hCG)
SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
ქორიონალური გონადოტროპინი (ადამიანის ქორიონალური გონადოტროპული ჰორმონი) გლიკოპროტეინური ბუნების ჰორმონია, რომელიც სინთეზირდება პლაცენტის სინციტიოტროფობლასტების მიერ და აქვს ჰიპოფიზარული ჰორმონების მსგავსი სტრუქტურა (LH, FSH, TSH). ალფა სტრუქტურული სუბერთეული არის საერთო ამ ჰორმონებისათვის, მაშინ როცა ბეტა სუბერთეული უნიკალურია თითიოეული ჰორმონისათვის. ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინის დონე ფიქსირებადია განაყოფიერებიდან 7-9 დღეს. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში სწრაფად მატულობს (ორმაგდება ყოველ ორ დღეში). თავის მაქსიმუმს აღწევს ორსულობის 8-10 კვირაზე, შემდეგ კლებულობს და ორსულობის მეორე ნახევარში თითქმის ერთ დონეს ინარჩუნებს. ქორიონალური გონადოტროპინის ფიზიოლოგიური როლია ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სინთეზის სტიმულაცია.
განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური
ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე
რეფერენსული მნიშვნელობა: ქალები: 0 - 2.0 miug/ml
ორსულები:
2-3 კვირა 10 - 50miug/ml
3-4 კვირა 40 - 1000miug/ml
4-5 კვირა 407 - 20700miug/ml
5-6 კვირა 2200 - 74200miug/ml
6-7 კვირა 6000 - 130000miug/ml
7-8 კვირა 12900 - 190000miug/ml
8-9 კვირა 18500 - 205000miug/ml
9-10 კვირა 18000 - 200000miug/ml
10-11 კვირა 16500 - 180000miug/ml
11-12 კვირა 14500 - 125000miug/ml
12-13 კვირა 12500 - 95000miug/ml
13-14 კვირა 10500 - 80000miug/ml
14-15 კვირა 9000 - 70000miug/ml
15-16 კვირა 7000 - 64000miug/ml
16-17 კვირა 5500 - 56000miug/ml
17-18 კვირა 4500 - 50000miug/ml
18-19 კვირა 3300 - 40000miug/ml
19-20 კვირა 2500 - 32000miug/ml
20-21 კვირა 1800 - 25000miug/ml
მასალა კვლევისათვის: სისხლის შრატი
შენახვის პირობები: < 24 სთ, 15-25ºC ტემპერატურაზე
< 7 დღე, 2-8ºC ტემპერატურაზე
< 12 თვე, -20ºC ტემპერატურაზე
მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში, 2-8 ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
პაციენტის მომზადება: მასალის აღებს ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები.
ინტერფერენცია: არ გამოვლენილა
ინტერპრეტაცია: ↓ აბორტის საშიშროება, ექტოპიური ორსულობა, ორსულობის შეწყვეტა. ↑ ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგია (21 წყვილი ქრომოსომის ტრისომია – დაუნის სინდრომი), ორსულობის შეწყვეტის საშიშროება (აღნიშნული ჰორმონის კომპენსატორული მომატება ყვითელი სხეულის აქტივაციისა და პროგესტერონის გამომუშავების მომატებისათვის). ბუშტნამქერი, ქორიონეპითელიომა, მრავანაყოფიანი ორსულობა, მამაკაცებში: სემინომა, სათესლე ჯირკვლის ტერატომა.