(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
სერიული ანალიზი: 96 ₾
ექსპრეს ანალიზი: 96 ₾

HR.3.1. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Imulite 2000 

 

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილში ჰიპოთალამური ტროპული ჰორმონების გავლენით. წარმოადგენს პეპტიდს რომელიც შედგება 39 ამინომჟავური ნაშთისგან. არეგულირებს  სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებას თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. სისხლში აკტჰ-ს შემცველობა ცვალებადობს დღის მანძილზე, მაქსიმალურია დილის 6 საათზე, მინიმალურია 22 საათისთვის. ჰორმონის სეკრეციის ძლიერ სტიმულატორს წარმოადგენს სტრესი. სისხლში ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 3-8  წუთს. ორსულებში აკტჰ-ის კონცენტრაცია სისხლში მატულობს.

განსაზღვრის  მეთოდი:  იმუნოფერმენტული  ანალიზი.

ანალიზი  სრულდება:  ELISA

რეფერენსული  მნიშვნელობა:  7.9  -  67.1  pg/ml

მასალა  კვლევისათვის: სისხლის  შრატი.

შენახვის  პირობები:  < 8 სთ, 2-8  ºC  ტემპერატურაზე
                                        < 4 თვეზე, -20  ºC  ტემპერატურაზე

მასალის აღება ხდება პლასტიკურ EDTA-იან სინჯარაში. სინჯარა უნდა შეივსოს სისხლით ნიშნულამდე, მაშინვე უნდა შეინჯღრეს, დაცენტრიფუგდეს ყინულთან ერთად და გამოიყოს პლაზმა.

პაციენტის მომზადებაპაციენტი  უნდა  იმყოფებოდეს  მშვიდ  მდგომარეობაში  2  საათის  განმავლობაში,  გამოკლვლევის  წინ  გამოირიცხოს  ფიზიკური  დატვირთვა  და  თამბაქო.  

ინტერფერენცია:  ↑  აკტჰ–ის  ინექცია,  ჰიპოგლიკემია,  ამინოგლუტეტიმიდი,  ამფეტამინი,  ლევოდოფა,  მეტოკლოპრამიდი,  მეტირაპონი,  ვაზოპრესინი(ინტრავენური  ინექციის  შემდეგ  მოზარდებში),  პიროგენები.    ↓  გლუკოკორტიკოიდების  დანიშვნა,  დექსამეტაზონი,  ჰეპარინიზირებული  პლაზმა.

ინტერპრეტაცია:  ↑  იცენკო-კუშინგის  დაავადება,  ადისონის  დაავადება(თირკმელზედა  ჯირკვლის  პირველადი უკმარისობა), თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი  ჰიპერპლაზია,  ნელსონის სინდრომი (ორმხრივი ადრენალექტომია), აკტჰ ექტოპიური სეკრეციის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის-მიერი ვირილიზმი, ორსულობა, სტრესი. ↓ თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, ჰიპოფიზის ადენომა,  ჰიპოპიტუიტარიზმი.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com