კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - HR.3.2. ზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი; GH) - SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
სერიული ანალიზის ფასი: 29 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 35 GEL

HR.3.2. ზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი; GH)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

 

სომატოტროპული ჰორმონი პროდუცირდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ სომატოლიბერინისა და სომატოსტატინის გავლენით. უზრუნველყოფს სიმაღლეში ზრდას, გლუკოზის დონის სტაბილურობას თავის ტვინის  ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აჩქარებს ძვლებისა და რბილი ქსოვილების ზრდას, მოქმედებს რა ინსულინის მსგავსი ფაქტორის მეშვეობით. ჰორმონის სეკრეცია სადღეღამისო ცვლილებას განიცდის, ამიტომ მისი სეკრეციის ადექვატურობის შეფასებისათვის კლინიკაში სტიმულაციურ და სუპრესიულ სინჯებს იყენებენ.

განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული მნიშვნელობა:  კაცები: 0.1 - 3.8 ng/ml

                                                         ქალები: 0 - 7.0 ng/ml

მასალის აღება ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. სისხლი ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში, 2-8 ºC  ტემპერატურისას.

პაციენტის მომზადებასისხლის აღებამდე 3 დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ფიზიკური დატვირთვა, ანალიზის დღეს – თამბაქოს მოხმარება. კვლევა ტარდება უზმოზე, სრული სიმშვიდის მადგომარეობაში.

ინტერფერენცია: ↑ გლუკაგონი, აკტჰ (სინაქტენი), ვაზოპრესინი, ესტროგენები (პერორალური კონტრაცეპტივები), ნორადრენალინი, დოფამინი, სეროტონინი, ალფა-ადრენორეცეპტორების სტიმულატორები (კლონიდინი), ბეტა -ადრენორეცეპტორების  ანტაგონისტები, ბრომოკრიპტინი, არგინინი, ინსულინი, ვიტამინი PP(ინტრავენური ინექცია).  ↓ პროგესტერონი, გლუკოკორტიკოიდები, ფენტოლამინი, მეტისეგრიდი,  ფენოთიაზინის  წარმოებულები,  სომატოსტატინი,  ჰიპერგლიკემიის  გამომწვევი  ფაქტორები.

ინტერპრეტაცია: ↑ ჰიპერპიტუიტარიზმი, აკრომეგალია, გიგანტიზმი, თირკმლის უკმარისობა, ხანგრძლივი შიმშილი, ჰორმონის ექტოპიური პროდუქცია (ფილტვისა და კუჭის სიმსივნე), სტრესი, პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობანი, ალკოჰოლიზმი, ჰიპოგლიკემია. ↓ ჰიპოფიზარული  ნანიზმი, ჰიპერკორტიციზმი,  სიმსუქნე (ზოგ შემთხვევაში), რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ოპერაციული ჩარევა, იცენკო-კუშინგის  სინდრომი,  ჰიპერგლიკემია.



                Developed by
                MRG web studio